მედიკო

ფემინიტი #6ვაგ.სუპოზ.

1 ცალი

ჩვენება: ფემინიტი გამოიყენება ადგილობრივად არასპეციფიკური და სპეციფიკური ვულვოვაგინიტის დროს,როდესაც ვაგინალური ლორწოვანი გარსის დაზიანება გამოწვეულია სხვადასხვა მიკროორგანიზმებით.

ფემინიტო/Feminity

აღწერა:

ერთი ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:

მეტრონიდაზოლს .................. 300,00 მგ­ს;

მიკონაზოლის ნიტრატს ................................................... 100,00 მგ­ს;

ნეომიცინის სულფატს ......................................................... 48,80 მგ­ს;

აზიურ ცენტელას .................................................................... 15,00 მგ­ს;

პოლიმიქსინის B სულფატს ................................................ 4,40 მგ­ს;

არა აქტიურ ინგრედიენტებს ... 2,8 გ­მდე.

მოქმედების მექანიზმი: ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ტრიქომონაციდური, ამებიციდური, ლამბლიოზის საწინააღმდეგო;აჩქარებს ვაგინალური

ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის აღდგენის პროცესს.

იხილეთ ბლოგი: ფემინიტი — ვაგინალური სანთელი ვულვოვაგინიტის სამკურნალოდ

ჩვენებები
ფემინიტი გამოიყენება ადგილობრივად არასპეციფიკური და სპეციფიკური ვულვოვაგინიტის დროს,როდესაც ვაგინალური ლორწოვანი გარსის

დაზიანება გამოწვეულია სხვადასხვა მიკროორგანიზმებით

_ ბაქტერიებით, სოკოებით, ტრიქომონადებით; ასევე საშოს პH­ის ცვლილებით გამოწვეული დისბაქტერიოზის

_ ბაქტერიული ვაგინოზის დროს.

გამოყენების მითითებები: ფემინიტი გამოიყენება ინტრავაგინალურად, ერთი სუპოზიტორია ძილის წინ, ყოველ დღიურად 6­-10 დღის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. ერთი ვაგინალური სუპოზიტორია ამოიღეთ ბლისტერიდან, და მოათავსეთ ღრმად საშოში.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.ორსულობის პირველი  ტრიმესტრი,ძუძუთი კვება,სისხლის დისკრაზია,ეპილეფსია ან ცნს­ის სხვა დარღვევები.

გაფრთხილებები: ფემინიტის ვაგინალური სუპოზიტორიები არ იცავს სექსუალური გზით გადამდები დაავადებისაგან. მისმა კომპონენტებმა შესაძლოა

დააზიანოს ლატექსისგან დამზადებული პროდუქტები, მათ შორის პრეზერვატივები ან ვაგინალური დიაფრაგმები. ალკოჰოლის მიღება უნდა აიკრძალოს

მკურნალობის განმავლობაში ან გამოყენებიდან 48 საათის მანძილზე მაინც. ტრიქომონიაზის მქონე პაციენტის სექსუალურმა პარტნიორმა უნდა მიიღოს

მეტრონიდაზოლი პერორალურად. მკურნალობის დროს ვაგინალური გამორეცხვა ან ტამპონების გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

გამაფრთხილებელი ზომები: პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში, ცენტრალური ან

პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევების და სისხლის მწვავე დისკრაზიის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: მეტრონიდაზოლის შემცველობის და ვაგინალურად მისი აბსორბციის გამო შესაძლოა განვითარდეს

შემდეგი ურთიერთქმედებები:ალკოჰოლი: დისულფირამის მსგავსი ეფექტები. პერორალური ანტიკოაგულანტები: აღინიშნება ანტიკოაგულანტური ეფექტის

გაზრდა.

ფენიტოინი: შესაძლებელია პლაზმაში ფენიტოინის დონის მომატება და მეტრონიდაზოლის დონის შემცირება.

ფენობარბიტალი: აღინიშნება პლაზმაში მეტრონიდაზოლის დონის შემცირება.დისულფირამი: ანტაბუსის ეფექტი.ლითიუმი: ლითიუმის დონის მომატება

პლაზმაში და ტოქსიკურობის გაზრდის რისკი.

გვერდითი მოვლენები:
ფემინიტით ვაგინალური მკურნალობის დროს არ აღმოჩენილა არავითარი სერიოზული გვერდითი მოვლენები. სუპოზიტორიის

შემადგენლობაში შემავალი მეტრონიდაზოლის გამო მოსალოდნელია შემდეგი ეფექტები: ძალიან ხშირად (სიხშირე 1%­ზე მეტი) _ თავის ტკივილი, კანის

ქავილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, დისმენორეა, გამონაყარი, ვულვოვაგინალური წვა, დიარეა, მასტალგია, საშვილოსნოს სისხლდენა; იშვიათად

(სიხშირე1%­ზე ნაკლები): ზოგადი _ალერგიული რეაქციები, ზურგის ტკივილი, გაციების მსგავსი სინდრომი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ანორექსია, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გინგივიტი, ღებინება.

ცნს­ისმხრივ: დეპრესია, თავბრუსხვევა, უძილობა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქული ასთმა, რინიტი.

კანისა და მისი დანამატების მხრივ: აკნე, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება. შარდ­სასქესო სისტემის მხრივ:

დიზურია, ლაბიალური შეშუპება, ლეუკორეა, უხვი მენსტრუაცია, თირკმლის ინფექცია, სალპინგიტი, ხშირი

შარდვა, საშარდე გზების ინფექცია, ვაგინიტი.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ვაგინალური გამოყენებისას მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება. ფემინიტის აბსორბციის შედეგად

შესაძლებელია შემდეგი სისტემური ეფექტების განვითარება: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ქავილი, პირში ლითონის გემო, ატაქსია,

თავბრუსხვევა, პარესთეზია, კრუნჩხვები, ლეიკოპენია და შარდის გამუქება. მიკონაზოლის ჭარბი დოზირების სიმპტომებს მიეკუთვნება გულისრევა,

ღებინება, პირის ღრუს მტკივნეულობა, ანორექსია, თავის ტკივილი და დიარეა.

ჭარბი დოზირების მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ და შემანარჩუნებელ თერაპიას. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ინახება15 °Cდან 30 °C­მდე ტემპერატურაზე.ყველა სამკურნალო საშუალება.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: შეფუთვა შედგება 6 და 12 ვაგინალური სუპოზიტორიისაგან.

ფარმაცევტული პროდუქტი ავტორიზებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.