მედიკო

ტუნაზოლი 10მგ+1მგ/გ 15გ კრემი

10მგ

საერთაშორისო დასახელება - კომბინირებული მედიკამენტი შემადგენლობა: 1გ კრემი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებებს: იზოკონაზოლის ნიტრატი 10მგ (1%), დიფლუკორტოლონის ვალერატი 1მგ(0,1%) დამხმარე

საერთაშორისო დასახელება - კომბინირებული მედიკამენტი შემადგენლობა: 1გ კრემი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებებს: იზოკონაზოლის ნიტრატი 10მგ (1%), დიფლუკორტოლონის ვალერატი 1მგ(0,1%) დამხმარე ნივთიერება (-ები): თხევადი პარაფინი, ვაზელინი, კეტოსტერილი ალკოჰოლი, სორბიტანის მონოსტეარატი, პოლისორბატი 60, ედტას დისოდიუმი, დეონიზირებული წყალი. ჩვენებები: კანის ზედაპირის სოკოვანი ინფექციების საწყისი ან ეტაპობრივი მკურნალობა, თანმხლები, გამოხატული ანთებითი ან ეგზემის მსგავსი კანის სიმპტომებით (მაგ.: ხელებისა და ტერფების თითებშუა უბნებზე, ასევე საზარდულისა და სასქესო ორგანოების არეებზე). უკუჩვენებები: პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კანის ტუბერკულოზი, სიფილისის კანის მხრივი გამოვლინებები, კანის ვირუსული დაზიანებები (ჩუტყვავილა, სარტყლისებრი ლიქენი), ვარდისფერი აკნე (როზაცეა), პერიორალური დერმატიტი, ასევე კანის პოსტ-ვაქცინაციური რეაქციები იმ უბნებზე, რომლებიც ექვემდებარებიან იზოვეფი კრემით დამუშავებას. გამოყენების წესი და დოზები: იზოვეფი კრემი კანის დაზიანებულ უბნებზე დაიტანება დღეში 2-ჯერ. კანზე ანთებითი ან ეგზემატოზური დაავადებების სიმპტომების ალაგების შემდეგ ან მკურნალობის დაწყებიდან მაქსიმუმ 2 კვირაში და კორტიკოსტეროიდების არშემცველი კრემის გამოყენებამდე იზოვეფი კრემით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრეპარატის საზარდულისა და გენიტალიის უბნებზე გამოყენების შემთხვევაში. შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.