მედიკო

სინუპრეტი ფორტე #20ტ

1 ცალი

სინუპრეტი ფორტე ტაბლეტი შემადგენლობა: აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: ვერბენას ბალახი, დაფხვნილი 36 მგ, გენციანეს ფესვი, დაფხვნილი 12 მგ, ღოლოს ბ

სინუპრეტი ფორტე ტაბლეტი შემადგენლობა: აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: ვერბენას ბალახი, დაფხვნილი 36 მგ, გენციანეს ფესვი, დაფხვნილი 12 მგ, ღოლოს ბალახი,დაფხვნილი 36 მგ, დიდგულას ყვავილები,დაფხვნილი 36 მგ, ფურისულას ყვავილები გვირგვინით, დაფხვნილი 36 მგ. თერაპიული ჩვენებები: პარანაზალური სინუსების მწვავე და ქრონიკული ანთებისას. დოზირება და გამოყენების წესი: თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი, ზრდასრულები და 12 წლის ასაკიდან მოზარდები იღებენ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში. შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დაღეჭვის გარეშე - სასურველია გარკვეული რაოდენობის სითხესთან ერთად. თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი, მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს. ასევე, მიჰყევით ინსტრუქციას 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას . უკუჩვენებები: სინუპრეტ ფორტეს მიღება არ შეიძლება რომელიმე ფარმაცევტულ ინგრედიენტზე ან სინუპრეტი ფორტეს დამხმარე ნივთიერებებზე ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები: არასაკმარისი კვლევებია განხორციელებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სინუპრეტი ფორტეს გამოყენებაზე. ამიტომ სინუპრეტი ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. იშვიათი მემკვიდრული ფრუქტოზას აუტანლობის, გალაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ სინუპრეტ ფორტე. ფურცელ-ჩანართის შესაბამისად, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ მისი სიმპტომები გრძელდება 7-14 დღეზე ხანგრძლივად, ან პერიოდულად მეორდება. ორსულობა და ლაქტაცია: სხვა წამლების მსგავსად, სინუპრეტ ფორტეს გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ხდება ზუსტი დიაგნოსტირების შემდეგ. შენახვა: ინახება არა უმეტეს 30°C-ზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.