ფლებილი M 50გ კრემ-გელი
50გ

ჩვენება: ფეხის კანის მოვლა. დელიკატური მასაჟის გზით კრემ-გელი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხსნის წვივის კუნთების დაძაბულობას და უბრუნებს ფეხებს სიმსუბუქის კომფორტულ შეგრძნებას.

ფლებილი М ფეხის კრემ-გელი დიოსმინით და მენთოლით

ფლებილის კრემ-გელი განკუთვნილია ფეხის კანის მოვლისთვის. დელიკატური მასაჟის გზით კრემ-გელი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხსნის წვივის კუნთების დაძაბულობას და უბრუნებს ფეხებს სიმსუბუქის კომფორტულ შეგრძნებას.

ფლებილის კრემ-გელი შეიცავს მიკრონიზებულ ნატურალურ ფლავონოიდს დიოსმინს, რომელიც დადებით ზემოქმედებას ახდენს ქვედა კიდურების სისხლძარღვებზე. იგი აძლიერებს სისხლძარღვების კედლის ტონუსს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ფლებილის კრემ-გელის მსუბუქი ფორმულა უზრუნველყოფს მის სწრაფ შეწოვას. მასში შემავალი კომპონენტები ხდიან ფეხის კანს გლუვსა და ხავერდოვანს, უზრუნველყოფენ დამატენიანებელ ეფექტს. მენთოლი უზრუნველყოფს კრემ-გელის გამაგრილებელ და მატონიზირებელ მოქმედებას. ფლებილის კრემ-გელის რამოდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ კანი ხდება შესამჩნევად გლუვი და ელასტიური.

ფლებილის კრემ-გელის გამოყენება რეკომენდებულია რეგულარულად, დღეში ორჯერ.

გამოყენების წესი:

კრემ-გელის მცირე რაოდენობა დაიტანეთ ფეხის კანზე და შეიზილეთ მასაჟისებური მოძრაობით.

რეკომენდებულია ფლებილის კრემ-გელის გამოყენება პერორალურ ვენომატონიზებელ საშუალებებთან ერთად.

შემადგენლობა:

წყალი, მზესუმზირის ზეთი, სორბიტოლი, სპირტი, დიოსმინი, გლიცერილის სტეარატი, კალიუმის ცეტილფოსფატი, ქოქოსის ზეთი, დიმეთიკონი, ჰესპერიდინი, აკრილატი/C 10-30 ალკილაკრილატის კროსპოლიმერი, ტრიეთანოლამინი, ქოლესტეროლი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, მენთოლი, იმიდაზოლიდინილის შარდოვანა, ფენოქსიეთანოლი, მეთილპარაბენი, ეთილპარაბენი, პროპოლპარაბენი, ბუთილპარაბენი, პომელოს ზეთი, არომატიზატორი, D-ლიმონენი, ბენზილ ბენზოატი, ბენზილ ცინამატი, ციტრალი.

გამოშვების ფორმა:

50გ კრემ-გელი ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია კოლოფზე
დერმატოლოგიურად ტესტირებულია.

მწარმოებელი:

სს ”ძინტარსი”, ლატვია
დამზადებულია ავერსი-ფარმას შეკვეთით.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.