ნანოპლასტი ფორტე 7x9სმ #3
1 ცალი

ჩვენებები: ართრიტი, ართროზი, ოსტეოართროზი, ტკივილი კისრის, ზურგისა და წელის მიდამოში, კუნთებისა და მყესების დაჭიმულობა, სპორტული ტრამვები

ნანოპლასტი ფორტე

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პლასტირი

შემადგენლობა

პლასტირზე დატანილია ნანოფხვნილი, იშვიათი მაგნიტური ელემენტებით.

მოქმედების მექანიზმი

ნანოფხვნილი ახდენს ინფრაწითელი გამოსხივების გააქტივებას.

ანთებით კერაზე მოქმედებს ღრმა და ხანგრძლივი სითბური ეფექტით, რაც აუმჯობესებს

სისხლისა და ლიმფურ მიმოქცევას, ამცირებს სისხლის შეგუბებას, აუმჯობესებს ვენურ

გადინებასა და ადგილობრივ მეტაბოლიზმს. უზრუნველყოფს საყრდენ- მამოძრავებელი

აპარატის ფუნქციის აღდგენას; ამცირებს ჰემატომებს რბილ ქსოვილთა და სახსართა

ტრავმებისას.

უპირატესობები

პლასტირის გამოყენება ადვილი და კომფორტულია;

გააჩნია ხანგრძლივი მოქმედება - 12 საათამდე;

არ ზღუდავს მოძრაობებს;

არ ტოვებს ნიშნებს სხეულსა და ტანსაცმელზე;

გამოყენების შემდეგ კანიდან შორდება მარტივად და უმტკივნეულოდ;

არ აქვს სუნი;

არ შეიცავს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებსა და ჰორმონებს;

არ იწვევს შეჩვევას;

თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები;

არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა.

ჩვენებები

- ართრიტი, ართროზი, ოსტეოართროზი;

- ტკივილი კისრის, ზურგისა და წელის მიდამოში;

- კუნთებისა და მყესების დაჭიმულობა;

- კანქვეშა ჰემატომები, სპორტული ტრამვები.

უკუჩვენებები

ორსულობა, ღია ჭრილობა.

სიფრთხილით: ჰიპერმგრძნობელობისას, კანის ალერგიის მიმართ მიდრეკილება.

გამოყენების წესი

სამკურნალო პლასტირი დაიკარით სუფთა და მშრალ კანზე მტკივნეულ ადგილას და გაიჩერეთ 12 საათამდე. შემდეგი პლასტირიც იგივე ადგილზე დაიკარით, მაგრამ

არანაკლებ 6 საათის შემდეგ. პლასტირის მრავალჯერადი გამოყენება არ არის

მიზანშეწონილი.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

მწვავე ტკივილი - 3-9 დღე.

სახსრების ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას რეკომენდებულია 9 დღიანი კურსების ჩატარება საშუალოდ 1 კვირიანი ინტერვალებით.

სპორტული ტრავმები, რბილი ქსოვილების დაზიანებების, კუნთების დაჭიმულობის და ჰემატომების დროს - 3-6 დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში 9 დღის

განმავლობაში.

მწარმოებელი

,,Guizhou Miaoyao Pharmaceutical“, ჩინეთი, დამკვეთი „Nanotech-pharma”, რუსეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი: შპს Tonus – Les Georgia.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.