მედიკო

ვეცეფი 1500მგ #1ფლ+3.5მლ გამხს.

1500მგ

შემადგენლობა: 1) თითო ფლაკონი შეიცავს: ცეფტრიაქსონის ნატრიუმს , სულბაქტამს 2) თითო ამპულა შეიცავს: ლიდოკაინის ინექციას BP 1% (2მლ) მოქმედების მექანიზმი: ვეცეფის ბაქტერიოციდული მ

შემადგენლობა: 1) თითო ფლაკონი შეიცავს: ცეფტრიაქსონის ნატრიუმს , სულბაქტამს 2) თითო ამპულა შეიცავს: ლიდოკაინის ინექციას BP 1% (2მლ) მოქმედების მექანიზმი: ვეცეფის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკრობის უჯრედის კედლის მუკოპეპდის ბიოსინთეზის დათრგუნვით. ჩვენება: . ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები . ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები . მენინგიტი, სეფსისი, სეპტიცემია . შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები . ინტრააბდომინალური ინფექციები: პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი . კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები . ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში . თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაცების დროს პერიოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობებლობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ დოზირების რეჟიმი: რეკომენდირებული დოზა მოზრდილთათვის მერყეობს 1,5 გ -დან 3 გრ-მდე დღეში. ახალშობილებსა და ბავშვებში ვეცეფის დოზირება განისაზღვრება მასში შემავალი ცეფტრიაქსონის დოზის მიხედვით: 2 კვირამდე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის ერთჯერადი სადღეღამისო დოზაა 20-50 მგ/კგ წონაზე დღეში. 2 თვის ასაკიდენ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 20-80 მგ/ კგ წონაზე დღეში. გამოყენების წესი: ი/მ შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციისათვის ვეცეფის ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 1 % ლიდოკაინს ხსნარში და ღრმად შეჰყავთ კუნთში. შენახვა: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.