მედიკო

ფამოტიდინი 20მგ #20ტ

20მგ

საერთაშორისო დასახელება - Famotidinum შემადგენლობა აპკით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფამოტიდინს 20 ან 40მგ-ს.

საერთაშორისო დასახელება - Famotidinum შემადგენლობა აპკით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფამოტიდინს 20 ან 40მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა. გარსი: ჰიდრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი E 171, ტალკი, საღებავი რკინის ყავისფერი ოქსიდი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი კუჭის ჯირკვლების სეკრეციის დამაქვეითებელი საშუალება - H2 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი. მიღების ჩვენება • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რეციდივების პროფილაქტიკა; • ეროზიული გასტროდუოდენიტი; • ფუნქციონალური დისპეფსია, სეკრეციის მომატებულ ფუნქციასთან დამოკიდებული; • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომური და სტრესული წყლულები; • რეფლუქს-ეზოფაგიტი; • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივ მიღებასთან დაკავშირებული რეციდივების პროფილაქტიკა. • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი; • სისტემური მასტოციტოზი; • პოლიენდოკრინული ადენომატოზი; • ოპერაციის შემდგომ პერიოდში სისხლდენების რეციდივების პროფილაქტიკა. • კუჭის წვენის ასპირაციის პროფილატიკა იმ პაციენტებში, რომლებსაც ოპერაცია უკეთდებათ ზოგადი ანესთეზიით (მენდელსონის სინდრომი); • ასპირაციული პნევმონიის პროფილაქტიკა; • დისპეფსია ეპიგასტრალური ან გულმკერდის არეში ტკივილებით, რომელბიც ჩნდება ღამე ან დაკავშირებულია საკვების მიღებასთან. უკუჩვენება ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, მომატებული მგრძნობელობა ფამოტიდინის ან სხვა H2 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკერების მიმართ. სიფრთხილით: თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი პორტოსისტემური ენცეფალოპათიით (ანამნეზში), იმუნოდეფიციტი, ბავშვთა ასაკი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში-პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია. გამოყენების მეთოდი და დოზები შიგნით, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის სითხით. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას გამწვავების ფაზაში, სიმპტომური წყლულებისას, ეროზიული გასტროდუოდენიტისას ჩვეულებრივ ინიშნება 20მგ 2-ჯერ დღეში ან 40მგ დღეში ერთხელ ღამით. აუცილებლობისას დღეღამური დოზა შეიძლება გაიზარდოს 80-160 მგ-მდე. მკურნალობის კურსი 4-8 კვირა. კუჭის სეკრეტორული ფუნქციის მომატებასთან დაკავშირებული დისპეფსიისას ინიშნება 20მგ დღეში 1-2-ჯერ. წყლულოვანი დაავადების რეციდივის პროფილაქტიკისთვის ინიშნება 20მგ დღეში ერთხელ ძილის წინ. რეფლუქს-ეზოფაგიტისას 20-40მგ დღეში 2-ჯერ 6-12 კვირის განმავლობაში. ზოლინგერ-ელისონის სინდრომისას პრეპარატის დოზა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 20მგ-ს ყოველ 6 საათში და შეიძლება გაიზარდოს 160მგ-მდე ყოველ 6 საათში. კუჭის წვენის ასპირაციის პროფილაქტიკისთვის ზოგადი ანესთეზიისას ინიშნება 40მგ საღამოს ან/და დილით ოპერაციის წინ. ფამოტიდინის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად. თირკმლის უკმარისობისას თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30მლ/წთ-ზე მეტს ან შრატში კრეატინინის შემცველობა 3მგ/100მლ-ზე მეტია, პრეპარატის დღეღამური დოზა აუცილებლად უნდა შემცირდეს 20მგ-მდე. გვერდითი მოქმედება • პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, მადის დარღვევა; • “ღვიძლის” ფერმენტების მომატებული აქტივობა, ჰეპატიტი, მწვავე პანკრეატიტი; • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, შფოთვა, ხმაური ყურებში; • სწრაფი დაღლა, ძილიანობა, დეპრესია, ნევროზულობა, ფსიქოზი; • არამკვეთრი მხედველობა, აკომოდაციის დამბლა; • ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ჰიპერთერმია; • ცხელება; • ბრადიკარდია, არითმია, ვასკულიტი, არტერიული წნევის დაქვეითება, ანტრიო-ვენტრიკულური ბლოკადა. • ტკივილი კუნთებში, სახსრების ტკივილი; • კანის სიმშრალე, ალოპეცია, ჩვეულებრივი ფერიჭამიები, კანის გამონაყარი, ქავილი, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, მომატებული მგრძნობელობის სხვა გამოვლინებები; • სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, აპლაზია. • დიდი დოზების ხანგრზლივი მიღებისას-ჰიპერპროლაქტინემია, გინეკომასტია, ამენორეა, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.