ალერგოსანი 25მგ #20ტ
25მგ
გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტების და კონიუქტივიტის, ჭინჭრის ციების, დერმოგრაფიზმის, კონტაქტური დერმატიტის, წამლისმიერი და კვებითი ალერგიის, მწერების ნაკბენის და ქავილის სიმპტომატური მკურნალობისათვის.

ალერგოსანი® 25 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ALLERGOSAN® 25 mg coated tablets

ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი (chloropyramine hydrochloride)

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

- ეს სამკურნალო პრეპარატი გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე და განკუთვნილია ზრდასრულებისთვის და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის. ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ინსტრუქციაში მითითებული აღწერილობით ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად. თუ დაგჭირდებათ დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მიღება, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს.

- 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გაიცემა ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირს იმ შემთხვევაშიც, თუ მისი სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი. ეს შესაძლებელია საზიანო იყოს მისთვის.

- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში.

წინამდებარე ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1. რას წარმოადგენს ალერგოსანი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

2. ინფორმაცია ალერგოსანი ტაბლეტების გამოყენების დაწყების წინ

3. ალერგოსანი ტაბლეტების გამოყენების წესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. ალერგოსანის ტაბლეტების შენახვის წესი

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ალერგოსანი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

ალერგოსანი ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება ე.წ. კლასიკური ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს. განკუთვნილია ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ. ის თრგუნავს ჰისტამინის ეფექტს, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში და განაპირობებს ალერგიულ რეაქციებს.

ალერგოსანის ტაბლეტები გამოიყენება სეზონური ალერგიული რინიტების და კონიუქტივიტის, ჭინჭრის ციების, დერმოგრაფიზმის, კონტაქტური დერმატიტის, წამლისმიერი და კვებითი ალერგიის, მწერების ნაკბენის და ქავილის სიმპტომატური მკურნალობისათვის.

ალერგოსანის გამოყენება ასევე შესაძლებელია დამატებითი საშუალების სახით სისტემური ანაფილაქსიური რეაქციის და ანგიონევროზული შეშუპების მკურნალობისას (სიცოცხლისათვის საშიში უეცრად განვითარებული ალერგიული რეაქციები, ალერგიის უეცრად განვითარებული ნიშნები, როგორიც არის გამონაყარი, კანის ქავილი ან ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის, ხორხის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ჰაერის უკმარისობა, გართულებული ყლაპვა, ხროტინი ან გართულებული სუნთქვა), მაგრამ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მკურნალობის ძირითადი კურსის ჩატარების შემდეგ (ადრენალინით).

2. ინფორმაცია ალერგოსანი ტაბლეტების გამოყენებამდე

ნუ გამოიყენებთ ალერგოსანი ტაბლეტებს:

- თუ თქვენ გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ ნაწ. 6);

- ასთმური შეტევის დროს;

- თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი;

- ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში;

ალერგოსანი ტაბლეტების გამოყენების დროს დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ალერგოსანი ტაბლეტების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს შემდეგ შემთხვევებში:

- თუ გაქვთ ჰიპერთირეოიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია);

- გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას;

- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება;

- თუ გაქვთ გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა);

- წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს (კეთილთვისებიანი სიმსივნე);

- თუ გაწუხებთ ბრონქიალური ასთმა;

- თუ გაწუხებთ გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი (კუჭის შიგთავსის გამოდევნა საყლაპავში);

- ხანდაზმული ასაკის პირებში (65 წელზე უფროსი ასაკი) ან დასუსტებულ პაციენტებში თავბრუსხვევის, სედაციის და არტერიული წნევის დაწევის გამოვლინება შესაძლებელია უფრო მეტად.

ბავშვები და მოზარდები

ქროლოპირამინით მკურნალობა ბავშვებში უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით, რადგანაც ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირად ვითარდება გვერდითი ეფექტები – აღგზნებადობა.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულებთ ან უახლოეს წარსულში იყენებდით ან შესაძლებელია მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.

ალერგოსანის ერთდროულმა გამოყენებამ ატროპინთან, ბუსკოლიზინთან ან სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ფლობენ ატროპინის მსგავს მოქმედებას, შესაძლებელია გაზარდოს გვერდითი მოქმედების განვითარების რისკი, როგორიც არის შარდის შეკავება, ყაბზობა, პირის სიმშრალე. ასევე მოსალოდნელია დამაწყნარებელი (სედატიური საშუალებები, ტრანკვილიზატორები), საძილე, ტკივილგამაყუჩებელი (ნარკოტიკული ანალგეტიკები), სხვა ალერგიის საწინააღმდეგო (ანტიჰისტამინური) საშუალებების, ალკოჰოლის და ალკოჰოლის შემცველი პროდუქტების ეფექტის გაძლიერება, ამიტომ საჭიროა თავის არიდება მსგავსი კომბინაციებისაგან. ტრიციკლიდურმა ანტიდეპრესანტებმა (ამიტრიპტილინი, იმიპრამინი) შესაძლებელია გააძლიერონ პრეპარატის სედატიული მოქმედება და მისი გვერდითი მოქმედება.

ალერგოსანმა შესაძლებელია შენიღბოს სამკურნალო პრეპარატების ეფექტები, რომლებიც იწვევენ სმენის დაქვეითებას. მაო-ს (მოკლობემიდი) ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია გაძლიერდეს გვერდითი მოქმედება. მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენებიდან ალერგოსანით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა 2 კვირიანი შუალედის დაცვა.

ალერგოსანის გამოყენება არ უნდა მოხდეს ალერგენების დადგენის მიზნით კანის სინჯის ჩატარებისას. ასეთი ტესტების ჩატარება შესაძლებელია ალერგოსანით მკურნალობის დასრულებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ.

ალერგოსანი ტაბლეტების გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

ტაბლეტები მიიღება შიგნით, კვების დროს, წყლის დაყოლებით.

ალერგოსანით მკურნალობის დროს საჭიროა თავის არიდება ალკოჰოლის გამოყენებისაგან.

ორსულობა და ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ალერგოსანის ტაბლეტების გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

მკურნალობის საჭიროებისას ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა

ალერგოსანი ტაბლეტები ზომიერი ხარისხით მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მანქანებთან მუშაობის უნარზე.

ალერგოსანი ტაბლეტების გამოყენების დროს შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევა და შენელებული რეაქციები. ალერგოსანით მკურნალობის საჭიროებისას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის, მანქანებით ოპერატორებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ მომატებული ყურადღება და სწრაფი რეაქციები, მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია სამუშაოების შეწყვეტა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალერგოსანი ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ კომპონენტებზე

ალერგოსანის ტაბლეტები, დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავენ ლაქტოზას და საქაროზას. თუ თქვენ ინფორმირებული ხართ ექიმის მიერ, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა, ალერგოსანის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ალერგოსანის ტაბლეტები შეიცავენ ხორბლის სახამებელს. მისაღებია ცელიაკიის მქონე პირებისათვის (გლუტენური ენტეროპათია). ხორბალზე ალერგიის მქონე პაციენტებში (ცელიაკიისგან განსხვავებული) პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

3. ალერგოსანი ტაბლეტების გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად ან ამ ინსტრუქციაში მითითებული აღწერილობით. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს:

ზრდასრულები: 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს დღეში 6 ტაბლეტს, გადანაწილებული 2-2 ტაბლეტი 3 მიღებაზე.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს დღეში 6 ტაბლეტს, გადანაწილებული 2-2 ტაბლეტი 3 მიღებაზე.

6-დან 14 წლამდე ბავშვები: 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

6 წლამდე ასაკის ბავშვები: ეს სამკურნალო ფორმა არ არის მისაღები 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 მგ/კგ სხეულის წონის.

ხანდაზმული ასაკის პირები (65 წელზე უფროსი) და დასუსტებული პაციენტები

პაციენტების ამ კატეგორიაში სამკურნალო პრეპარატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგანაც არსებობს ანტიჰისტამინური პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის განვითარების რისკი მათ მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტების განვითარების მხრივ.

ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პირებში რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზების გამოყენება.

თირკმელების დაზიანების მქონე პაციენტები

თირკმელების დაზიანების მქონე პაციენტებში საჭიროა რეკომენდებული სადღეღამისო დოზის შემცირება.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება მთლიანად, კვების დროს, წყლის დაყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების ტიპზე და გამოხატულებაზე.

ალერგოსანის ტაბლეტების ჭარბი დოზის გამოყენება

ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა, რეფლექსების და ყურადღების კონცენტრაციის დათრგუნვა; შესაძლებელია განვითარდეს ფსიქომოტორული აღგზნებადობა, კრუნჩხვები და კომა, იშვიათად – სხეულის ტემპერატურის მატება და კანის სიწითლე.

ბავშვებში – გუგების გაფართოება, სხეულის ტემპერატურის მატება და კანის სიწითლე, კოორდინაციის დარღვევა, შფოთვა, აღგზნებადობა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, გახშირებული გულის ძგერა, კომა.

ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. მკურნალობა ტარდება სტაციონარის პირობებში.

თუ თქვენ გამოტოვეთ ალერგოსანი ტაბლეტების გამოყენება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ მეორე დოზის მიღებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მიიღეთ ის ჩვეულებრივად. არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების დაცვით.

თუ თქვენ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარტმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.

იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) – ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების არარსებობა), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა), სისხლის ფუნქციის სხვა დარღვევები, სედაცია, დაღლა, თავბრუსხვევა, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), ნერვოზულობა, ტრემორი, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაავადება), დაბინდული მხედველობა, მომატებული თვალშიდა წნევა და გლაუკომის შეტევა, არითმია, ტაქიკარდია (გახშირებული გულის ცემა), არტერიული წნევის დაწევა, გართულებული შარდვა, შარდის შეკავება.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) – პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, უმადობა ან მადის მატება, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება კუჭის არეში, ფოტომგრძნობელობა.

უცნობი სიხშირით – (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია) – მიოპათია (კუნთების ტკივილი, კუნთების მგრძნობელობის მატება ან სისუსტე), ალერგიული რეაქციები.

დამატებითი გვერდითი მოქმედება ბავშვებში და მოზარდებში

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს პარადოქსული რეაქციები (მომატებული აღგზნებადობა, ნერვოზულობა, გაღიზიანება, უძილობა), რაც უფრო ხშირია და გამოხატულია ბავშვებში და ხანდაზმული ასაკის პირებში.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

5. ალერგოსანი ტაბლეტების შენახვის წესი

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და შუქისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 5 (ხუთი) წელი

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ არის რეკომენდებული სამკურანლო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ თქვენთვის უსარგებლო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

ალერგოსანი ტაბლეტების შემადგენლობა

- აქტიური ნივთიერება: ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი 25 მგ ერთ ტაბლეტში.

- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, ცელულოზა, მიკროკრისტალური (ტიპი 101), ნატრიუმის კარმელოზა, სალმანდი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

- გარსი: ძირითადი ბუთილმეტაკრილატის სოპოლიმერი, პოლისორბატი 80, სალმანდი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საქაროზა, ჟელატინი, აკაციის კამედი გამომშრალი განფრქვევის გზით, მაკროგოლი 6000, გლიცეროლი.

ალერგოსანი ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

გარსით დაფარული ტაბლეტები, სწორი ფორმის, პრიალა ზედაპირით, თეთრი. 20 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერზე მყარი, უფერო, გამჭვირვალე პვქ ფირისაგან/ალუმინის ფოლგისაგან; თითო ბლისტერი მუყაოს ყუთში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.