მედიკო

ესპრიკო #60კაფს

1 ცალი

ესპრიკო 60 კაფსულა - ეს არის სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი კვებითი დანამატი (ბალანსირებული კვება) AD(H)D (ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტივობა) მქონე ბავშვებისათვის.

აღწერა

ესპრიკო  სრულად ავსებს AD(H)D მქონე ბავშვის კვების რაციონს. საღეჭი კაფსულები ხილის გემოთი,  შეიცავს თევზის ქონს გაჯერებულს უმაღლესი კონცენტრაციის მქონე ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით. ესპრიკო ასევე შეიცავს მინერალებს მაგნიუმსა და თუთიას.

ესპრიკოს შემადგენელი კომპონენტები:

ომეგა ცხიმოვანი მჟავები

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენენ ნახევრად უჯერ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს. ადამიანის ორგანიზმი მხოლოდ საკვების საშუალებით იღებს საჭირო რაოდენობის ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი სინთეზი ორგანიზმში არ ხდება.  დაუბალანსებელი დიეტა ან არარეგულარული კვების რეჟიმი იწვევს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს. თევზის (მაგალითად, ქაშაყი, თინუსი, სკუმბრია და ორაგული), სხვადასხვა სახის ცხიმებისა და მწვანე ბოსტნეულის მიღებით ჩვენ შეგვიძლია ორგანიზმს მივაწოდოთ  ომეგა-3-ის შემცველი ცხიმოვანი მჟავები EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსა-ენის მჟავა), ომეგა-6-ს ცხიმოვანი მჟავა GLA (გამალინოლენის მჟავა).

ორგანიზმში, გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ომეგა ცხიმოვან მჟავები მონაწილეობას ღებულობს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში.

EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედებს შორის ინფორმაციის მიმოცვლაში.

DHA (დიკოზაჰექსაენის მჟავა) ნერვული უჯრედების მემბრანის სტრუქტურული კომპონენტია, ასევე მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისათვის და მხედველობის სიმახვილისათვის.

ომეგა-6-ს ცხიმოვანი მჟავაა GLA (გამალინოლენის მჟავა) ჩართულია ტვინის ზრდა-განვითარებაში. ის პასუხისმგებელია სწავლისა, მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის პროცესებზე.

მაგნიუმი განაპირობებს თავის ტვინში იმპულსების გადაცემას.

თუთია ჩართულია ნერვებს შორის იმპულსების გადაცემაში და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვანი კოფაქტრია.

მრავალმა კვლევამ უჩვენა, რომ AD(H)D და მასთან დაკავშირებული დაავადებები, როგორიცაა კითხვის და წერის პრობლემა ბავშვებში შეიძლება მოვხსნათ კვების რაციონში გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჩართვით.

ესპრიკო შეიცავს თევზის ქონისა და დაისის ფურისულას ზეთის ნარევს. აქედან გამომდინარე მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით.

ესპრიკოს მიღებით უზრუნველვყოფთ სრულფასოვან კვებით რაციონს AD(H)D ბავშვებისათვის.

ესპრიკოს ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობა სრულად შეესაბამება AD(H)D ბავშვების ორგანიზმის მოთხოვნებს.

მინერალები:

მინერალები, როგორებიცაა მაგნიუმი და თუთია შესაძლებელია დავამატოთ იმ საკვებს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ყოველდღიურად, რადგან ორგანიზმს არ ძალუძს ამ მინერალების წარმოება თავისთავად. მაგნიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს  მარცვლეული, პარკოსნებიდან სოიო.  თუთის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ძროხის ხორცი, სხვადასხვა სახის ყველი, კვერცხი, ღორის ხორცი, ინდაური, იხვი და ხოხობი.

ესპრიკოს ერთი კაფსულა შეიცავს 185 მგ ქსილიტოლს, რაც ექვივალენტურია 0.015 BU.

ესპრიკო არ შეიცავს გლუტამატს (მადის გამაძლიერებელს), ფტალატებს, ლაქტოზას და კონსერვანტებს.

ესპრიკო - უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატი შეიცავს:

სუფთად და წმინდად დამუშავებულ თევზის ქონს

მწუხრის ფურისულას ზეთს, რომელიც GLA (გამალინოლენის მჟავა) ძირითადი წყაროა

ყველა ცხიმი მკაცრადაა შემოწმებული მძიმე მეტალსა და სხვა ზიანის მომტან ქიმიურ ნივთიერებაზე

მიღების წესი:

5 წლის და 5 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები  4 კაფსულა დღეში, 2 კაფსულა დილას და 2 საღამოს ჭამის დროს. კაფსულები შესაძლოა დავღეჭოთ ან გადავყლაპოთ ცოტაოდენი სითხის მიყოლებით. კაფსულების შიგთავსი ასევე შეგვიძლია გავხსნათ და შევურიოთ  საჭმელს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ესპრიკოს გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით. ესპრიკო არის სპეციფიკური დიეტური საშუალება. მისი მიღება დაუშვებელია თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:

რადგან ცხიმოვანი მჟავები ძალიან სენსიტიურია სინათლისა და სითბოს მიმართ, კაფსულები უნდა შევინახოთ მისივე კოლოფში გრილ და მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა

შეფუთვაშია 60 კაფსულა

ვარგისიანობის ვადა
4 წელი

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.