მედიკო

სალიცილის მჟ.1% 40მლ სპირტხსნ.

40მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარატი თრგუნავს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების სეკრეციას. დაბალ კონცენტრაციაში მას გააჩნია კერატოპლასტიური, ხოლო მაღალი კონცენტრაციისას - კერატოლიზური მოქმედება. პრეპარატს გააჩნია სუსტი ანტიმიკრობული აქტივობა. ჩვენებები ცხიმოვანი სებორეა, ჩვეულებრივი ფერიმჭამელები, ქრონიკული ეგზემა, ფსორიაზი, დისკერატოზი, იხტიოზი, მეჭეჭები, კოჟრები. უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. დოზირების რეჟიმი პრეპარატი დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში. გვერდითი მოვლენები იშვიათად - ადგილობრივი რეაქციები, ქავილის წვის, კანზე გამონაყარის სახით. განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას. ხსნარის შემადგენლობაში, რომელიც განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის შედის ეთილის სპირტი.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.