მედიკო

კო-პრენესა 2მგ/0.625მგ #30ტ

2მგ

შემადგენლობა კო-პრენესა 2 მგ/0,625 მგ ტაბლეტები ყოველი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, რაც შეესაბამება 1,67 მგ პერინდოპრილს და 0,625 მგ ინდაპამიდს.

შემადგენლობა კო-პრენესა 2 მგ/0,625 მგ ტაბლეტები ყოველი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, რაც შეესაბამება 1,67 მგ პერინდოპრილს და 0,625 მგ ინდაპამიდს. კო-პრენესა 4 მგ/1,25 მგ ტაბლეტები ყოველი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, რაც შეესაბამება 3,34 მგ პერინდოპრილს და 1,125 მგ ინდაპამიდს. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ლაქტოზას მონოჰიდრატები, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური ჰიდრატირებული, მაგნიუმის სტეარატი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორები კომბინაციაში დიურეტიკებთან მიღების ჩვენებები კო-პრენესა 2 მგ/0,625 მგ და 4 მგ/1,25 მგ პირველადი არტერიული ჰიპერტენზია. კო-პრენესა 4 მგ/1,25 მგ კო-პრენესა 4 მგ/1,25 მგ ინიშნება პაციენტებში, როდესაც პერინდოპრილით მონოთერაპიისას არტერიული წნევა საკმარისად არ კონტროლირდება. წინააღმდეგჩვენებები დაკავშირებული პერინდოპრილთან • ჰიპერმგრძნობელობა პერინდოპრილის ან ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის მიმართ. • ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორის მიღებასთან. • მემკვიდრული, ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება. • ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი. კო-პრენესას და ალისკირენის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ან თირკმლის უკმარისობით (გფს < 60 მლ/წთ/1,73 მ2). ინდაპამიდთან დაკავშირებული • ჰიპერმგრძნობელობა ინდაპამიდის ან ნებისმიერი სხვა სულფონამიდის მიმართ. • თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ). • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია. • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა. • ჰიპოკალიემია. • ერთდროული გამოყენება ანტიარითმულ პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ Qთ ინტერვალის გახანგრძლივებას “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მომატებული რისკის გამო. • ლაქტაციის პერიოდი. კო-პრენესასთან დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, კო-პრენესას ტაბლეტები არ უნდა მიიღონ: • დიალიზზე მყოფმა პაციეტებმა; • პაციენტებმა არანამკურნალევი დეკომპენსირებული გულის უკმარისობით. მიღების წესი და დოზირება: ჩვეულებრივი დოზა – 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღე-ღამეში, უმჯობესია დილით, ჭამის წინ. შენახვის პირობები შეინახეთ 30C ტემპერატურის პირობებში, ნესტისაგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.