მედიკო

ნოვანეფრონი #30ტ

1 ცალი

კომბინირებული მედიკამენტი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები 1 ტაბლეტი შეიცავს: თირკმლის ჩაი (Orthosiphonstamineus Benth) – 80მგ დათვის კენკრა ჩვეულებრივ

კომბინირებული მედიკამენტი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები 1 ტაბლეტი შეიცავს: თირკმლის ჩაი (Orthosiphonstamineus Benth) – 80მგ დათვის კენკრა ჩვეულებრივი(Bearberry) 80მგ სიმინდის ულვაში (Corn silk) – 80მგ შტოში (Cranberry juice)– 80 მგ შვიტა (Equisetum) – 40 მგ მოცვი ჩვეულებრივი (Bilberry common) – 40მგ სამკურნალო ბაბუაწვერა (Dandelion) – 40მგ მაგნიუმის ციტრატი – 20 მგ ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროსეპტიური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი საშუალება. ჩვენებები: • შარდ-სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი). • თირკმელკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი), შარდის ბუშტის კენჭები. • “ნეფროზული სინდრომი”. • არტერიული ჰიპერტენზია. • II-III ხარისხის გულის უკმარისობა (საგულე გლიკოზიდებთან ერთად) • ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი, ასციტი, ჰელმინთური ინვაზიები. გვერდითი მოქმედება: ჩვეულებრივ ნოვანეფრონი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭის წვენის სეკრეციის მომატების ფონზე, სისხლის შედედების მომატება. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ნოვანეფრონის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (მხოლოდ II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში. გამოყენების წესი და დოზირება: ნოვანეფრონი ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა. გამოშვების ფორმა: ნოვანეფრონი №30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25რС ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.