მაილენი #6 ვაგ.კაფს
1 ცალი

ჩვენება: ვულვოვაგინური მიკოზების, ტრიქომონული ვაგინიტებისა და არასპეციფიკური ვაგინიტების ადგილობრივი მკურნალობა

მაილენი
Mailen

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პროტოზოას, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ვაგინალური კაფსულა №6

ერთი რბილი ვაგინალური კაფსულა შეიცავს: მეტრონიდაზოლი 400 მგ; მიკონაზოლ ნიტრატი 100 მგ; Centella Assiatica 15 მგ; პოლიმიქსინ სულფატი 5 მგ; ნეომიცინის სულფატი 45 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მინერალური ზეთი, თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაილენს გააჩნია ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული და ანტიტრიქომონური მოქმედება. იგი ასევე ავლენს ტროფიკულ ეფექტს, რომელიც ხელს უწყობს საშოს ეპითელიუმის აღდგენას.

მიკრობიოლოგია:
მაილენი მოქმედებს ისეთ მიკროორგანიზმებზე, როგორიცაა ტრიქომონები, Gardnerella vaginilis, Campylobacter- ის მსგავსი ბაქტერიები, გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმები და სოკოები, განსაკუთრებით Candida genus.

ფარმაკოკინეტიკა
ვაგინური შეყვანის შემდეგ შეწოვა უმნიშვნელოა, და ამიტომ პლაზმაში მისი დაბალი დონე ვლინდება.

ჩვენებები
მაილენი გამოიყენება ვაგინალური ინფექციების მკურნალობისათვის.
ვულვოვაგინური მიკოზების, ტრიქომონული ვაგინიტებისა და არასპეციფიკური ვაგინიტების ადგილობრივი მკურნალობა, როდესაც სავარაუდოა ნეომიცინისა და პოლიმიქსინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით დაინფიცირება.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში:
1 კაფსულა ღრმად შეჰყავთ საშოში, ღამით ძილის წინა 6-12 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები ლოკალური ტიპისაა: წვა ან გაღიზიანება, ქავილი.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ შეწოვა უმნიშვნელოა, ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გაფრთხილება:
მკურნალობის დროს დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. ამ პრეპარატის გამოყენება არ იცავს სქესობრივად გადამცემი დაავადებებისაგან

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ცნს-ის დაავადებებით, ჰემატოლოგიური დაავადებებით ან ღვიძლის მძიმე უკმარისობით. ორსულობა: არ გამოიყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში; შემდეგ ექიმი აფასებს პრეპარატის გამოყენების სარგებელსა და რისკებს.
მეძუძური დედები: მიუხედევად იმისა, რომ შეწოვა ძალიან სუსტია, მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.

ჭარბი დოზირება
გამოყენების მეთოდისა და სუსტი შეწოვის გამო, ჭარბი დოზირების რისკი ნაკლებად სავარაუდოა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პერორალური ანტიკოაგულანტების (ვარფარინი ან დიკუმარინი) თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს პროთრომბინის დრო და სისხლდენებისადმი ტენდენცია. მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, ოფლიანობა, ჰიპოტენზია.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ მშრალ ადგილას 30ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
catalent Argentina S.A.I.C
არგენტინა

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.