მედიკო

როტარიტმილი 200მგ #30ტ

200მგ

საერთაშორისო დასახელება - amiodarone კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → რითმისა და გამტარებლობის დარღვევის დროს გამოსაყენებელი საშულებები → ანტიარითმიული პრე

საერთაშორისო დასახელება - amiodarone კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → რითმისა და გამტარებლობის დარღვევის დროს გამოსაყენებელი საშულებები → ანტიარითმიული პრეპარატები → კლასი III მოქმედების პოტენციალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები შემადგენლობა ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ამიოდარონის ჰიდროქლორიდი 200 მგ. დამ­ხმა­რე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პო­ვი­დონი (К90), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, პეპ­ტიზირებული სახამებელი. აღწერილობა: თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ზოლით. ჩვენებები გულის რით­მის დარ­ღვე­ვის მკურ­ნა­ლო­ბა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, მათ შო­რის სხვა ანტიარით­მ­იუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­მართ მდგრა­დი არით­მი­ი­სა: – პარ­კუ­ჭო­ვა­ნი არით­მია, მათ შო­რის პარ­კუ­ჭო­ვა­ნი ტა­ქი­კარ­დია და პარ­კუ­ჭე­ბის ფიბ­რი­ლა­ცია (მკურ­ნა­ლო­ბა იწ­ყე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში გულ­დას­მი­თი კარ­დი­ო­მონიტორული კონ­ტრო­ლის პი­რო­ბებ­ში); – პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დია: მორეციდივე მდგრა­დი პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რად დადასტურებული შე­ტე­ვე­ბი გუ­ლის ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქონე ავადმყოფებში; მორეციდივე მდგრა­დი პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რად დასაბუთებული შე­ტე­ვე­ბი ავადმყოფებში გუ­ლის ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბების გარეშე, როდესაც სხვა ჯგუფის ანტიარით­მ­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი არ არის ეფექ­ტუ­რი ან არ­სე­ბობს მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის უკუჩ­ვე­ნე­ბა; მორეციდივე მდგრა­დი პარ­კუჭ­ზე­და პა­როქ­სიზ­მუ­ლი ტა­ქი­კარ­დი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რად დადასტურებული შე­ტე­ვე­ბი ავადმყოფებში ვოლფ-პარ­კინ­სონ- უა­ი­ტის სინ­დრო­მით; – მოციმციმე არითმია და წინაგულების თრთოლვა. – რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის შემ­დეგ, თუ ანამ­ნეზ­ში არის მითითება ადრე აღნიშნულ არით­მი­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბის შესახებ. ამი­ო­და­რო­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლ იქნას გუ­ლის რით­მის დარ­ღვე­ვის სამ­კურ­ნა­ლოდ გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბი­სა და/ან მარ­ცხე­ნა პარ­კუ­ჭის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის მქონე პაციენტებში. მიღების წესები და დოზები პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით! როტარიტმილი მიიღება პერორალურად ჭამის წინ, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით. დატვირთვის დოზა (“გამაჯერებელი”) დოზა: შეიძლება გამოყენებულ იქნას გაჯერების სხვადასხვა სქემები. სტაციონარში: საწყისი დოზა, გაყოფილი რამდენიმე მიღებად, შეადგენს 600-800 მგ დღე-ღამეში (მაქსიმალური – 1200 მგ-მდე) 10 გრ ჯამური დოზის მიღ­წევამდე (ჩვეულებრივ – 5-8 დღის განმავლობაში). ამბულატორიულად: საწყისი დოზა, გაყოფილი რამდენიმე მიღებად, შეადგენს 600-800 მგ დღე-ღამეში, 10 გ სუმარული დოზის მიღწევამდე (ჩვე­უ­ლებ­რივ – 10-14 დღის განმავლობაში). შემანარჩუნებელი დოზა: საწყისი დოზა სხვადასხვა ავადმყოფებში ვარირებს 100-400 მგ დღე-ღამეში. გა­მო­ყენებულ უნდა იქნას მინიმალური ეფექტური დოზა, ინდივიდუალური თე­რა­პიული შედეგის შესაბამისად, დღე-ღამეში 3 მგ/კგ სხეულის მასაზე. იმის გამო, რომ ამიოდარონის ნახევარგამოყოფის პერიოდი ძალიან ხან­გრძლივია, შეიძლება მისი მიღება დღე გამოშვებით ან კვირაში 2 დღის გამო­ტო­ვებით. საშუალო თერაპიული ერთჯერადი დოზა: 200 მგ; საშუალო თერაპიული სადღეღამისო დოზა: 400 მგ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა: 400 მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: 1200 მგ. ორსულობა და ლაქტაცია ამი­ო­და­რო­ნი ორ­სულებში მხო­ლოდ სა­სი­ცოც­ხლო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან პრე­პა­რა­ტი ზე­მოქ­მე­დებს ნა­ყო­ფის ფა­რი­სებრ ჯირ­კვალ­ზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. უკუჩვენება – პრეპარატის კომპონენტების ან იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; – სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი (სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიული ბლოკადა კარდიოსტიმულატორის არარსებობისას); – II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა და ჰისის კონის ფეხების ბლოჟკადა (კარდიოსტიმულატორის არარსებობისას); – Qთ ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება; – გულის მძიმე უკმარისობა; – გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, შოკი;
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.