მედიკო

დერმოკლინი 10გ კრემი

10გ

შემადგენლობა კლოტრიმაზოლი ბ.ფ.

შემადგენლობა კლოტრიმაზოლი ბ.ფ. 1.00%w/w ბეკლამეტაზონის დიპროპიონატი ბ.ფ. 0.025%w/w გენტამიცინის სულფატი ბ.ფ. ექვივალენტური გენტამიცინი 0.01%w/w კონსერვანტები: ქოლოკრეზოლი ბ.ფ. 0.01%w/w ბრონოპროლი ბ.ფ. 0.025%w/w კრემის სახით q.s. ფარმაკოლოგიური თვისებები დერმოკლინი ახდენს: • ანთების საწინააღმდეგო • ქავილის საწინააღმდეგო • სისხლძრღვთა შემავიწროებელ • სოკოს საწინააღმდეგო • ანტიბაქტერიალურ მოქმედებას ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი: სინთეზური კორტიკოსტეროიდია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციური, და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. კლოტრიმაზოლი: იმიდაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა ადგილობრივი მოხმარებისთვის. იწვევს ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებას, რომელიც წარმოადგენს სოკოების უჯრედოვანი მემბრანის შემადგენელ ნაწილს. გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. აქტიურია დერმატოფიტების, ობის სოკოს, Candida-ს ჯგუფის, Malassezia furfur მიმართ. კლოტრიმაზოლი აგრეთვე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Streptococcus spp., Staphilococcus spp., Trichomonas vaginalis, Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis mimarT. გენტამიცინი: წარმოადგნეს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად. აღწევს რა აქტიურად ბაქტერიების უჯრედოვან მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება ბაქტერიულ რიბოსომებს, რითაც იწვევს გამომწვევის ცილის სინთეზის დარღვევას. გამოირჩევა მაღალი აქტივობით გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Klebsiella spp., Serratia spp., Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Proteus mirabilis, Citrobacter spp., Haemophilus influenza. აქტიურია აგრეთვე გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Staph. spp., Strep.spp. ჩვენებები - ტერფის მიკოზები; - ეპიდერმოფიტია; - ნეიროდერმიტი; - ეკზემა; - დერმატიტები; - ტერფების ეპიდერმოფიტია; - საზარდულის ეპიდრმოფიტია; - კანის ჩირქოვანი დაავადებები; - ოტომიკოზები; - ვაგინალური კანდიდოზი; - თითებშორისი და გლუვი კანის სხვა სოკოვანი დაზიანებები. მიღების წესები და დოზები კრემს ისვამენ თხელი ფენით დაზიანებულ უბანზე 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს). გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით 2-ჯერ დღე-ღამეში მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა უკუჩვენება ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ ტუბერკულოზი და ვირუსული დაავადებები შენახვის პირობები და ვადები ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.