მედიკო

ამიოდარონი 5%/1მლ 3მლ #10ა

1მლ

ამიოდარონი ტაბლეტი 200მგ შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება- ამიოდარონის ჰიდროქლორიდი - 200 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებე

ამიოდარონი ტაბლეტი 200მგ შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება- ამიოდარონის ჰიდროქლორიდი - 200 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი, კალციუმის სტეარატი. გამოყენების ჩვენებები: რეციდივების პრევენცია: სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი არითმიები, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭების ფიბრილაცია (მკურნალობა უნდა დაიწყოს საავადმყოფოში საფუძვლიანი კარდიომონიტორინგის ქვეშ). სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიები: გულის ორგანული დაავადებების მქონე პაციენტებში მორეციდივე მდგრადი სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტირებული შეტევები; მორეციდივე, მდგრადი სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტირებული შეტევები გულის ორგანული დაავადების არმქონე პაციენტებში, როდესაც სხვა კლასის ანტიარითმული პრეპარატები არ არის ეფექტური ან არსებობს მათი გამოყენების უკუჩვენებები; ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის მქონე პაციენტებში მორეციდივე მდგრადი სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტირებული შეტევები. მოციმციმე არითმია (წინაგულების ფიბრილაცია) და წინაგულების თრთოლვა. უეცარი არითმული სიკვდილის პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში: პაციენტები ბოლოდროს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ 10-ზე მეტი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლით 1 საათში, გულის ქრონიკული უკმარისობის კლინიკური გამოვლინებებით და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირებით (40 %-ზე ნაკლები). ამიოდარონი შეიძლება გამოყენებულ იქნას რითმის დარღვევების სამკურნალოდ გულის იშემიური დაავადების და/ან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. გამოყენების მეთოდი და დოზები: პრეპარატი უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ექიმის დანიშნულებით! ამიოდარონის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, ჭამის წინ და საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით. დატვირთვის დოზა: დოზირების საწყისი რეჟიმი (დატვირთვის დოზა) არის დღეში 3 ტაბლეტის (600 მგ) დანიშვნა 8-10 დღის განმავლობაში (1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში). ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მაღალი დოზები (4 ან 5 ტაბლეტი დღეში, ანუ 800-1000 მგ) შეიძლება გამოყენებული იქნას მკურნალობის დასაწყისში, მაგრამ მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში და ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლის ქვეშ. ამიოდარონის ფარმაკოლოგიური მოქმედება იწვევს ცვლილებებს ეკგ-ზე: QT ინტერვალის გახანგრძლივება (რეპოლარიზაციის პერიოდის გახანგრძლივების გამო) U ტალღის შესაძლო გაჩენით (იხ. პუნქტი სიფრთხილის ზომები ). შემანარჩუნებელი დოზა: უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა, რომელიც, პაციენტის ინდივიდუალური პასუხის შესაბამისად, შეიძლება მდებარეობდეს 1/2 ტაბლეტიდან დღეში (ან ერთი ტაბლეტი ყოველ მეორე დღეს) 2 ტაბლეტამდე დღეში დიაპაზონის ფარგლებში. მკურნალობის დროს აუცილებელია ეკგ-ს რეგულარული კონტროლი. პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუმცა ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს. ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს კლინიკური გამოცდილება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული პაციენტები არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენების შესახებ. ამიოდარონი უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებული სიფრთხილით ბავშვები და მოზარდები: ამიოდარონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში დადგენილი არ არის. ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. შენახვის პირობები: ინახება სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.