მედიკო

ზირომინი 500მგ #3ტ

500მგ

ჩვენება:ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი/ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ოტიტი; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
აზითრომიცინი, Azithromycin
წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: კაფსულის ფორმის თეთრი ფერის ტაბლეტები გრავირებით
“AZN 500” ცალ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.
შემადგენლობა:
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: აზითრომიცინი (დიჰიდრატის სახით) 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი (K30), მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი
გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (E5), ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი 6000.

იხილეთ ბლოგი: ზირომინი — ანტიბიოტიკი, რომელიც სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.
მაკროლიდები და აზალიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ზირომინი (აზითრომიცინი) არის მაკროლიდური ანტიბიოტიკების ქვეჯგუფის _
აზალიდების წარმომადგენელი, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი. რიბოსომების 50S-სუბერთეულთან შეკავშირების გზით აზითრომიცინი თრგუნავს მიკრობის უჯრედში ცილის სინთეზს.
აზითრომიცინი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
- გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Streptococcuspneumoniae, Str. pyogenes, Str. agalactiae, Str. viridans, C, F და G ჯგუფის სტრეპტოკოკები, Staphylococcusaureus, Stap. epidermidis, Corynebacteriumdiphtheriae.
- გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Haemophilusinfluenzae, H. parainfluenzae, H. ducreyi, Moraxellacatarrhalis, Bordetellapertussis, B. parapertussis, Neisseriagonorrhoeae, N. meningitidis, Brucellamelitensis, Helicobacterpylori, Gardnerellavaginalis.
- ანაერობული მიკროორგანიზმები: Clostridiumspp., Peptostreptococcusspp., Peptococcusspp.
- უჯრედშიდა და სხვა მიკროორგანიზმები: Legionellapneumophila, Chlamydiatrachomatis, C. pneumoniae, Mycoplasmapneumoniae, Mycoplasmahominis, Mycoplasmaavium, Ureaplasmaurealyticum, Lysteriamonocytogenes, Treponemapallidum, Borreliaburgdorferi, Toxoplasmagondii.
ფარმაკოკინეტიკა:
აზითრომიცინი სწრაფად გადადის სისხლის შრატიდან ქსოვილებში და მთელს ორგანიზმში ნაწილდება, აღწევს მაღალ და სტაბილურ კონცენტრაციებს. არჩევითად გროვდება ინფექციის კერებში ფაგოციტების მეშვეობით ტრანსპორტირების გზით.
აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა მიღებული დოზის პირდაპირპროპორციულია.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 65-72 საათს.
გამოყენების ჩვენებები:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი/ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ოტიტი;
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პნევმონიები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ქრონიკული მიგრირებადი ერითემა (ლაიმის დაავადების საწყისი სტადია), წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები;
- სასქესო სისტემის ინფექციები;
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მათ შორის, გენიტალური და ექსტრაგენიტალური ქლამიდიოზი);
- Helicobacterpylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
გვერდითი მოქმედება:
შეიძლება აღინიშნოს მსუბუქი, დროებითი ხასიათის მოვლენები, რომლებიც არ ქმნიან მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობას.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, პირღებინება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში;
ნერვული სისტემის მხრივ:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ვერტიგო, ძილიანობა;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ:
ვაგინალური კანდიდომიკოზი, ნეფრიტი;
ალერგიული რეაქციები:
გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ანგიონევროტული შეშუპება;
სხვა:
ასთენია, ფოტოსენსიბილიზაცია.
მიღების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
მოზრდილებში:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს:
500 მგ/დღე-ღამეში 1 მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებისას (ქრონიკული მიგრირებადი ერითემის გარდა):
500 მგ/დღე-ღამეში 1 მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.
ქრონიკული მიგრირებადი ერითემის დროს:
1000 მგ/დღე-ღამეში პირველ დღეს 1 მიღებაზე, შემდეგ მეორედან მეხუთე დღის ჩათვლით 500 მგ ყოველდღიურად.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისას:
გაურთულებელი ურეთრიტი/ცერვიციტი – ერთჯერადად 1000 მგ; გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი/ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis-ით – 1000 მგ/დღე-ღამეში სულ 3-ჯერ 7-დღიანი ინტერვალებით.
Helicobacter pylori -სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას: 1000 მგ/დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში ანტისეკრეტორულ და სხვა პრეპარატებთან ერთად.
ბავშვებში 6 თვის ასაკის ზევით:
ინიშნება 10 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში ან პირველ დღეს 10 მგ/კგ სხეულის წონაზე, ხოლო შემდეგ 5-10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში.
ქრონიკული მიგრირებადი ერითემის დროს: სადღეღამისო დოზა შეადგენს 20 მგ/კგ სხეულის წონაზე პირველ დღეს და 10 მგ/კგ სხეულის წონაზე მეორედან მეხუთე დღის ჩათვლით.
ჭარბი დოზა:
აზითრომიცინის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჭარბი დოზის ტიპური სიმპტომებია სმენის დროებითი დაქვეითება, გულისრევა, პირღებინება და დიარეა. მკურნალობა სიმპტომურია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
აზითრომიცინი აძლიერებს კარბამაზეპინის, ვალპროის მჟავის, ფენიტოინის, დიზოპირამიდის, თეოფილინის, ქსანტინების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას, აგრეთვე, ჭვავის რქის ალკალოიდების, დეჰიდროერგოტამინის ეფექტს. ტეტრაციკლინები და ქლორამფენიკოლი აძლიერებენ აზითრომიცინის მოქმედებას, ხოლო ლინკოზამინები – ამცირებენ. აზითრომიცინი აძლიერებს პლაზმაში ციკლოსპორინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, მეთილპრედნიზოლონის, ფელოდიპინის კონცენტრაციებს.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები. 3 ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის წესი:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25ºC-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.