მედიკო

ბლოკორდილი 25მგ #20ტ

25მგ

წამლის ფორმა: 25მგ ან 50მგ-იანი ტაბლეტი.

წამლის ფორმა: 25მგ ან 50მგ-იანი ტაბლეტი. ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი, ანტიჰიპერტენზიული საშუალება. გამოყენების ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია (მ.შ. რენოვასკულარული); გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომ პაციენტებში კლინიკურად სტაბილური მდგომარეობით; დიაბეტური ნეფროპათია 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. დოზირება და მიღების წესი: საწყისი დოზა შეადგენს 6.25 – 12.5მგ-ს 2-3-ჯერ დღეში. არასაკმარისი ეფექტის დროს დოზას თანდათან ზრდიან 25-50მგ-მდე 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 150მგ-ს. უკუჩვენებები: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18წლამდე ასაკი, მომატებული მგრძნობელობა კაპტოპრილისა და სხვა აგფ ინჰიბიტორების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. გვერდითი მოვლენები: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ასთენია, პარესთეზიები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიული ჰიპოტენზია, იშვიათად - ტაქიკარდია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, მადის დაქვეითება, გემოვნების შეგრძნების დარღვევა, იშვიათად – მუცლის ტკივილი, დიარეა ან ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა, ჰიპერბილირუბინემია, ცალკეულ შემთხვევებში – ქოლესტაზი, ერთეულ შემთხვევებში - პანკრეატიტი; სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალიემია, აციდოზი; შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: პროტეინურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, იშვიათად - კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, შრატისმიერი დაავადება, ლიმფოადენოპათია
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.