მედიკო

კარტანი 1გ/10მლ #10ა პერორ/ხს

1გ

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი პეროლარული ხსნარის 1 მლ შეიცავს L-კარნიტინის 100 მგ-ს.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი პეროლარული ხსნარის 1 მლ შეიცავს L-კარნიტინის 100 მგ-ს. საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს L-კარნიტინის 200 მგ-ს. ჩვენება: -ახალშობილთა ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები; ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში, პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ბავშვები; ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები; -სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე. -კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა). -თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია -ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში -ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები. -პირველადი (გენეტიკური) და მეორადი კარნიტინის დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფები. -თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე. -ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები. -მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია). -სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი). წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე. მიღების წესი და დოზირება: ა) პერორალური ხსნარი პოლიპროპილენის ამპულაში ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე, აუცილებელია განზავდეს სითხეში (წყალი ან ხილის წვენი). მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე. დღიური დოზა განისაზღვრება ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით -ბავშვებში 2 წლამდე: 150 მგ/კგ წონაზე. -2-დან 6-წლამდე: 100 მგ/კგ წონაზე. -6-დან 12 წლამდე: 75 მგ/კგ წონაზე. -12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: დღიური დოზა 2-3 გ. -ჰემოდიალიზის დროს 2-4 გ. -სტენოკარდია და პოსტინფარქტული მდგომარეობა: 2-6 გ დღეში. ბ) საინექციო ხსნარი: ინიშნება ი/ვ ან ი/მ. ი/ვ ინექციისას პრეპარატი შეიყვანება ნელა 2-3 წუთის განმავლობაში. -ბავშვებში: 50-100 მგ/კგ წონაზე. -მოზრდილებში: 1-3 გ Dღღეში. კარტანით მკურნალობას იწყებენ 1 გ-დან დღეში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 გ-მდე დღე-ღამეში. ჰემოდიალიზის დროს 2 გ ერთჯერადად (პროცედურის შემდგომ). მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: 100-200 მგ/კგ წონაზე დღეში ორჯერად მიღებაზე ან პირველი 48 სთ-ის განმავლობაში წარმოებს პრეპარატის უწყვეტი მიღება, შემდგომი დოზის ორჯერ შემცირებით. ინახება მშრალ, 25C –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.