მედიკო

პიპოლფენი 2.5% 2მლ #10ა

2მლ

საერთაშორისო დასახელება - Promethazinum პიპოლფენის საინექციო ხსნარი ინტრამუსკულური და ინტრავენური გამოყენებისათვის ყოველი ამპულა 2 მლ მოცულობით შეიცავს პრომეთაზინის ჰიდროქლორიდის 5

საერთაშორისო დასახელება - Promethazinum პიპოლფენის საინექციო ხსნარი ინტრამუსკულური და ინტრავენური გამოყენებისათვის ყოველი ამპულა 2 მლ მოცულობით შეიცავს პრომეთაზინის ჰიდროქლორიდის 50 მგ-ს. ხსნარი, ასევე, შეიცავს ჰიდროქინონს, კალიუმის მეტაბისულფიტს, ნატრიუმის სულფიტს, ნატრიუმის ქლორიდს, საინექციო წყალს. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი. ჩვენებები - ნებისმიერი წარმოშობის ალერგიული მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა: (მაგალითად: რინიტი, კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და დერმოგრაფიზმი). - ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპია: მწვავე სიმპტომების სხვა პრეპარატებით საწყისი მკურნალობის შემდეგ, მაგალითად, ადრენალინით. - პრეპარატის მიღება შეიძლება სედატიური საშუალების სახით ოპერაციის წინ და მის შემდეგ და, ასევე, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად. - ანესთეზიოლოგია და ქირურგია: ანესთეზიასთან დაკავშირებული ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში განვითარებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა. - ნარკოზის პოტენცირება: ნარკოტიკებსა და ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას. - ოპერაციის შემდეგ ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ავლენს დადებით ეფექტს ტკივილის მოსახსნელად. - კინეტოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა: ტრანსპორტით მგზავრობის დროს თავბრუსხვევისა და “მოძრაობის დაავადების” პროფილაქტიკა და/ან მკურნალობა. უკუჩვენებები • მომატებული მგრძნობელობა ფენოთიაზინების მიმართ; • კომატოზური მდგომარეობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ფუნქციის ძლიერი დათრგუნვა; • მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შემდეგ 14 დღეზე ნაკლები პერიოდი; • ასაკი 2 თვემდე; • ორსულობა და ლაქტაცია. მიღების წესი და დოზირება: საინექციო ხსნარი შეჰყავთ ინტრამუსკულურად: პაციენტებში ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენებებით, რომლებსაც არ შეუძლიათ პიპოლფენის პერორალური მიღება; - ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპიისათვის; - ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად, და ასევე ანალგეტიკებისა და ნარკოტიკების ეფექტების პოტენცირებისათვის. ინტრავენურად პრეპარატი (0.15 - 0.30 მგ/კგ სხეულის წონაზე) უნდა გამოიყენებოდეს: - ქირურგიული ჩარევის სპეციალური სახეების დროს ნარკოზისა და ანალგეზიის ინდუქციისათვის, როგორიცაა, მაგალითად: განმეორებითი ბრონქოსკოპია და ოფთალმოლოგიური ოპერაციები. ჩვეულებრივი დოზები მოზრდილთათვის ალერგიის დროს: შეიძლება დაინიშნოს 12.5 მგ 3-4-ჯერ დღეში ან 25 მგ საღამოს. ინიშნება უმცირესი ეფექტური დოზა. გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის: ჩვეულებრივ, ეფექტურია ერთჯერადი დოზა 25 მგ, პერორალურად მიღების აუტანლობისას. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება 12,5-25 მგ შეყვანა ყოველ 4-6 საათში. მგზავრობის დროს გულისრევისა და “მოძრაობითი დაავადების” პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერ დღეში. ამ დოზის მიღება რეკომენდირებულია მგზავრობამდე 1/2 - 1 საათით ადრე, რის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის განმეორება 8-12 საათში. ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად და, ასევე, ნარკოტიკებისა და ანალგეტიკების ეფექტის პოტენცირებისათვის: ოპერაციამდე 2,5 საათით ადრე შეიძლება კოქტეილის მიღება 50 მგ პიპოლფენის შემცველობით. აუცილებლობის შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება 1 საათში განმეორდეს. პრომეთაზინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 150მგ-ს. ბავშვებში არ არის რეკომენდირებული ბავშვებისათვის 2 თვის ასაკამდე! 2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება ინტრავენურად დაენიშნოთ 0,5 - 1 მგ/კგ სხეულის წონაზე 3-5 - ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში შეიძლება ერთჯერადი დოზის გაზრდა 1-2 მგ/კგ სხეულის წონაზე ინტრავენურად.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.