ფევორა ცე #60კაფს ვეგან
1 ცალი
ფევორა C კაფსულა მოქმედი ნივთიერება: რკინის ბისგლიცინატი + ვიტამინი C აღწერა: ფევორა ცე-ს 1 ვეგანური კაფსულა შეიცავს: 28 მგ რკინის ბისგლიცინატს (ქელატს), C ვიტამინს 70მგ (ასკორბინ
ფევორა C კაფსულა
მოქმედი ნივთიერება:
რკინის ბისგლიცინატი + ვიტამინი C
აღწერა:
ფევორა ცე-ს 1 ვეგანური კაფსულა შეიცავს: 28 მგ რკინის ბისგლიცინატს (ქელატს), C ვიტამინს 70მგ (ასკორბინის მჟავა)
რკინის ბისგლიცინატი არის მაღალბიოშეღწევადი, ქელატური ფორმის რკინა, რომელიც გამოიყენება რკინის დეფიციტის კორექციისა და რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის. მისი ბიოშეღწევადობა 75%–ით (3–4 ჯერ) აღემატება რკინის სხვა ფორმების (ფუმარატი, სულფატი) ბიოშეღწევადობას. გამოიყენება ორსულობის დროს და დიეტური დანამატის სახით.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) არის აუცილებელი საკვები ნივთიერება და ანტიოქსიდანტი, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებში, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს და რკინის შეწოვას.
ჩვენება:
რეკომენდებულია რკინის დეფიციტის პრევენციისა და კორექციისთვის, მათ შორის:
რკინადეფიციტური ანემია – მსუბუქი და საშუალო ხარისხის შემთხვევები
გაზრდილი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება რკინაზე, მათ შორის: ორსულობის პერიოდში, ლაქტაციის პერიოდში, ბავშვებისა და მოზარდების ინტენსიური ზრდის ფაზაში
ქრონიკული სისხლის დანაკარგით გამოწვეული რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა, მათ შორის მენსტრუაციული სისხლდენის ფონზე
არასაკმარისი რკინის მიღება კვებით რაციონში, მათ შორის ვეგეტარიანული და ვეგანური დიეტის შემთხვევაში
რკინის შეწოვის დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
ქირურგიული ჩარევის შემდეგ
ნერვული, კუნთოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მხარდაჭერისთვის.
მოქმედება:
რკინა მონაწილეობს ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში, რითაც უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტსა და ქსოვილთა ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
უზრუნველყოფს ერითროპოეზის (წითელი სისხლის უჯრედების წარმოქმნის) ფიზიოლოგიურ მხარდაჭერას
აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებსა და ორგანოებში
ამცირებს რკინის დეფიციტთან ასოცირებულ ასთენიას, დაღლილობასა და ენერგიის დაქვეითებას
მხარს უჭერს იმუნური სისტემის ადეკვატურ პასუხს
მონაწილეობს უჯრედულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში (ATP-ის წარმოქმნის პროცესებში)
აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის (კანი, სისხლძარღვები, შემაერთებელი ქსოვილი)
დოზირება და მიღების წესი:
რკინის დღიური საჭიროება დამოკიდებულია ასაკზე, სქესსა და კვებით სტატუსზე და განისაზღვრება ორგანიზმის ინდივიდუალური ფიზიოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად.
პროფილაქტიკური დოზა: 1-2 კაფსულა დღეში.
მაღალი საჭიროების შემთხვევაში დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.