შავბალახას ნაყენი25მლ ფლ(ნეოფ)*
25მლ
ჩვენება: ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში, გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში.

შავბალახას ნაყენი

სავაჭრო დასახელება: შავბალახას ნაყენი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: არ არის

გამოშვების ფორმა: ნაყენი.

აღწერა: გამჭვირვალე, მომწვანო-ყავისფერი სითხე დამახასიათებელი სუნით. შენახვის დროს შეიძლება წარმოიქმნას ნალექი.

შემადგენლობა:

შავბალახას ბალახის სპირტიანი ექსტრაქტი 1:5. შეიცავს მინიმუმ 65% ეთანოლს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა საძილე და სედაციური საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

შავბალახას ბალახში შემავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს აქვთ დამამშვიდებელი, ზომიერი ჰიპოტენზიური და კარდიოტონური მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები

- ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (ნევრასთენია და ძილის დარღვევა);

- გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში.

აღნიშნული დანიშნულებით გამოყენება ეფუძნება მხოლოდ გრძელვადიანი გამოყენების გამოცდილებას.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული, ეროზიული გასტრიტი (მწვავე ფაზა), არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

სიფრთხილით

ღვიძლის დაავადებები, ალკოჰოლიზმი, ეპილეფსია, ქალა-ტვინის ტრავმა და თავის ტვინის სხვა დაავადებები კრუნჩხვითი ზღურბლის დაქვეითებით, 12 წელზე მეტი ბავშვთა ასაკი.

გამოყენების წესი და დოზები

მიიღება შინაგანად ჭამამდე. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია ნაყენის 20-30 წვეთი, გაზავებული 1/4 ჭიქა წყალში, დღეში 3-ჯერ. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 10-15 წვეთი ნაყენი, გაზავებული 1/4 ჭიქა წყალში, 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების თავისებურებების, პრეპარატის ტოლერანტობის და მიღწეული ეფექტის გათვალისწინებით.

ეთილის სპირტის შემცველობის გამო, ნაყენის ხანგრძლივად გამოყენება არ არის რეკომენდებული. ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური. მკურნალობის დროს აუცილებელია თავი შეიკავოთ სხვა ეთანოლის შემცველი პრეპარატების მიღებისგან.

გამოყენება ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში: დაინიშნოს სიფრთხილით.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: დაინიშნოს სიფრთხილით.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ სამკურნალო საშუალების მიღებისას სიმპტომები ნარჩუნდება ან ხდება მდგომარეობის გაუარესება, უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ გამოვლინდა ტკივილი გულის არეში, ხელზე, მუცლის ზედა ნაწილში, კისერზე გადაცემით, ან სუნთქვის უკმარისობის განვითარების შემთხვევაში (მაგალითად, ქოშინი), აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება,.

პრეპარატი შეიცავს არანაკლებ 65% ეთანოლს, ანუ 395-592 მგ ერთჯერად დოზაზე (20-30 წვეთი), რაც უდრის 10-15 მლ ლუდს, 4-6 მლ ღვინოს თითო დოზაზე. საზიანოა ალკოჰოლიზმის მქონე პირებისთვის.

გამოიყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში

პრეპარატი შეიცავს ეთილის სპირტს, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება უკუნაჩვენებია. შავბალახას შეუძლია გაზარდოს საშვილოსნოს ტონუსი და გავლენა მოახდინოს მენსტრუალურ ციკლზე.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატი შეიცავს ეთილის სპირტს! მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობებისგან, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორული რეაქციებს.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენები (დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება).

დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენისას შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა.

მკურნალობა სიმპტომურია.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, დაღლილობის, ძილიანობის, თავბრუსხვევის განვითარება, არტერიული წნევის დაქვეითება.

გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

აძლიერებს საძილე და სედაციური საშუალებების ეფექტს.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ეთილის სპირტის შემცველი სხვა მედიკამენტების ერთდროული გამოყენება.

შემადგენლობაში ეთილის სპირტის არსებობასთან დაკავშირებული ურთიერთქმედება:

· სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ დისულფირამის მსგავს რეაქციას (სიცხის შეგრძნება, კანის სიწითლე, ღებინება, ტაქიკარდია) ალკოჰოლთან ერთად მიღებისას: დისულფირამი, ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი, ლატამოქსეფი, ქლორამფენიკოლი, ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი და სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, გრიზეოფულვინი, მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი, თინიდაზოლი, კეტოკონაზოლი, პროკარბაზინი;

· სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციებს.

სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღების შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

შეფუთვა

25 მუქი შუშის ფლაკონში, დაცობილი საწვეთურიანი საცობით და ხრახნიანი თავსახურით.

ფლაკონები ფურცელ-ჩანართებთან ერთად ჯგუფურ შეფუთვაში კოლოფში მოთავსების გარეშე. ფურცელ-ჩანართების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ფლაკონების რაოდენობას.

1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში (№1).

შენახვის პირობები

სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საჭიროა ცეცხლისგან მორიდება.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ასევე, იხილეთ: შავბალახას(პუსტირნიკი)ნაყენი 25მლ.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.