მედიკო

ნეოპერტუსინი 130მლ ფლ (ნეოფ)*

130მლ

წამლის ფორმა: სიროფი.

წამლის ფორმა: სიროფი. ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი და სედაციური საშუალება. შემადგენლობა 130გ-ზე: ბეგქონდარას სითხოვანი ექსტრაქტი - 15,6გ; კალიუმის ბრომიდი - 1,3გ; სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი; ეთილის სპირტი; შაქრის სიროფი. ბეგქონდარას სითხოვანი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთს (რომლის ძირითადი კომპონენტებია თიმოლი, კარვაკროლი, ლინალოლი), ფლავონოიდებს, ურსულის და ოლეინის მჟავებს. ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ხველის საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი მოქმედება. ჩვენებები: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება. • ზედა სასუნთქი გზების კატარი; • ბრონქიტი; • ტრაქეიტი; • ყივანახველა. გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს. მიღების წესი და დოზირება: პერორალურად, საკვების მიღების წინ. მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 15მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში. ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში; ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში; ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში; (შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ. დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ბრომიდების მიმართ; გულის უკმარისობა; ჰიპოტენზია; ანემია; შაქრიანი დიაბეტი. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველის დამთრგუნველ და კოდეინის შემცველ პრეპარატებთან ერთად. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ ინიშნება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში. დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება. მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა. სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. შენახვის პირობები: ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: შპს „ნეოფარმი“. საქართველო. თბილისი. დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90;
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.