მიკროკოლ ოფთა 10მლ გელი
10მლ
გამოიყენება მშრალი თვალის სინდრომის დროს.

მიკროკოლ ოფთა

გამოყენების რეკომენდაცია

სავაჭრო სახელწოდება მიკროკოლ ოფთა

ფორმა

გელი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის

შემადგენლობა

მიკროკოლ ოფთა შეიცავს ხარის 1 ტიპის მიკრონიზირებულ კოლაგენს, ტაურინს, პროპილენგლიკოლს.

მიკროკოლ ოფთას თვალის წვეთების დანიშნულება

მიკროკოლ ოფთა მიკრონიზირებული კოლაგენის გელი განკუთვნილია თვალის ზედაპირის დასატენიანებლად.

ნანოკოლაგენი, რომელსაც გააჩნია გამოხატული ადჰეზიური თვისებები, მშრალი თვალის სინდრომის შემთხვევაში კარგად ეკვრის რქოვანის ზედაპირს, უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის ეფექტურ დატენიანებას.

ტაურინი ამცირებს თვალზე ოქსიდაციური სტრესის ტოქსიურ ზემოქმედებას, ხელს უწყობს თვალის უჯრედებში მეტაბოლური დარღვევების აღმოფხვრას, აუმჯობესებს უჯრედის მემბრანების ფუნქციას, ასტიმულირებს ატფ-ის სინთეზს, ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს უჯრედულ სითხეებში ელექტროლიტების შემადგენლობის შენარჩუნებას.

მიკროკოლ ოფთა გელი ინიშნება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება შემდეგი შემთხვევაში:

მშრალი თვალის სინდრომი

ფეხმძიმობა და ლაქტაცია.

ფეხმძიმობის და ლაქტაციის დროს გამოყენება არ არის უკუნაჩვენები.

ავტოტრანსპორტის მართვა.

მიკროკოლ ოფთა არ ახდენს ზემოქმედებას ავტომანქანის მართვის შესაძლებლობაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიკროკოლ ოფთას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ. არ გამოიყენოთ მიკროკოლ ოფთა პრეპარატის კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში.

როგორ გამოიყენოთ მიკროკოლ ოფთა. გამოყენების წესი:

1. ამოიღეთ მიკროკოლ ოფთას ფლაკონი მუყაოს კოლოფიდან. მოხსენით თავსახური.

2. კარგად დაიბანეთ ხელები პროცედურის წინ.

3. მოიხსენით საკონტაქტო ლინზები პრეპარატის გამოყენების წინ.

4. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.

5. დოზირება: 1-2 წვეთი თვალში.

6. არ შეეხოთ თვალს ფლაკონის წვერით! აღნიშნულმა შესაძლოა დააბინძუროს პროდუქტი.

7. როგორც კი წვეთი ჩავა თვალებში, დახუჭეთ თვალები, ოდნავ დაახამხამეთ.

8. ყოველი გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ხუფი.

9. სასურველია მიკროკოლ ოფთას გამოყენება დღეში ორჯერ - დილით და უშუალოდ ძილის წინ.

გაფრთხილებები.

არ გამოიყენოთ მიკროკოლ ოფთა შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.

მიკროკოლ ოფთა განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის.

შესაძლო თანმდევი მოვლენები.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გელის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში. შესაძლებელია უმნიშვნელო წვის შეგრძნება, რომელიც გაივლის რამდენიმე წუთში და არ მოითხოვს პროდუქტის გამოყენების შეწყვეტას.

მიკროკოლ ოფთას შენახვის წესი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, სიბნელეში.

გამოშვების ფორმა.

გელი 10 მლ ფლაკონებში. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ექიმის რეცეფტის გარეშე

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.