მედიკო

აევიტი 100000სე+100მგ#30კ(რუს)

100მგ

აევიტი კაფსულა 100 000სე+100მგ შემადგენლობა: ერთი კაფსულის შემადგენილობა: აქტიური ნივთიერებები: რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) – 55მგ (100000 სე) ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამი

აევიტი კაფსულა 100 000სე+100მგ შემადგენლობა: ერთი კაფსულის შემადგენილობა: აქტიური ნივთიერებები: რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) – 55მგ (100000 სე) ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) – 100მგ დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის ზეთი - 45 მგ კაფსულის შიგთავსის მასა - 200მგ კაფსულის გარსი: ჟელატინი – 26,83 მგ გლიცეროლი (გლიცერინი) – 7,56 მგ მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (მეთილპარაბენი) – 0,01 მგ სორბიტოლი (სორბიტი) – 4,94 მგ გასუფთავებული წყალი - 0,65 მგ საღებავი ყავისფერი НТ (Е 155) – 0,01მგ კაფსულის მასა - 240 მგ ჩვენებები: A და E ავიტამინოზის კომპლექსურ თერაპიაში: კანის დაზიანებები და დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ქსოვილების ტროფიკის დარღვევა (ფსორიაზი, ეგზემის ზოგიერთი ფორმა, იქთიოზი, სებორეული დერმატიტი); მაობლიტირებელი ენდარტერიიტი. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, A და/ან E ჰიპერვიტამინოზი, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. სიფრთხილით : თირეოტოქსიკოზი, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ქოლეცისტიტი, ქრონიკული პანკრეატიტი. გამოყენების მეთოდის და დოზირება: გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. პერორალურად. 1 კაფსულა დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის კურსი- 30-40 დღე. შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი), იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, დიარეა. ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ნაღველკენჭოვანი დაავადებისა და ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება. განსაკუთრებული მითითებები: A და E ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღებისას გასათვალისწინებელია მასში დიდი რაოდენობით A ვიტამინის შემცველობა (100000 სე), ასევე ფაქტი, რომ ის წარმოადგენს სამკურნალო და არა პროფილაქტიკურ საშუალებას ვიტამინი E-ს საჭიროებას ამცირებს დიეტა სელენის და გოგირდის შემცველი ამინომჟავების მომატებული შემცველობით. მოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე. შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.