მედიკო

დამლავიტი (ვიტ.D3) წვ.15მლ

15მლ

დამლავიტი წვეთები ორალური 400სე შემადგენლობა: ყოველი ერთი წვეთი შეიცავს: D3 ვიტამინი(ქოლეკალციფეროლი) - 400 სე(IU) ჩვენება: პროფილაქტიკა და მკურნალობა: ვიტამინ D3 დეფიციტის; რა

დამლავიტი წვეთები ორალური 400სე შემადგენლობა: ყოველი ერთი წვეთი შეიცავს: D3 ვიტამინი(ქოლეკალციფეროლი) - 400 სე(IU) ჩვენება: პროფილაქტიკა და მკურნალობა: ვიტამინ D3 დეფიციტის; რაქიტისა და რაქიტის მსგავსი დაავადებების; ჰიპოკალციემიური ტეტანიის; ოსტეომალაციის; მეტაბოლური ოსტეოპათიების (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი); როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს. ფარმაკოლოგიური თვისებები: ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას. ვიტამინ D3 წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება. დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს. ვიტამინი D3 ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად. დოზირება: 0-2 წელი 1 წვეტი ერთჯერ დღეში 2-14 წელი 2 წვეტი ერთჯერ დღეში 14 წელის და ზემოთ 3 წვეტი ერთჯერ დღეში გვერდითი მოვლენები: პირებს, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ, შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები. გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ რაოდენობას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ავადმყოფობის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. მოულოდნელი ზემოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. საკვები დანამატი არ ცვლის ჩვეულებრივ კვებას. შენახვა: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში და ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მშრალ და გრილ ადგილას.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.