მედიკო

სერენ ესი ფორტე #60კაფს

1 ცალი

სერენ ესი ფორტე -ბუნებრივი და უსაფრთხო ფორმულა ყოველდღიური სტრესის ფონზე ფსიქიკური და ფიზიკური ბალანსის შესანარჩუნებლად.

სერენ ესი ფორტე -ბუნებრივი და უსაფრთხო ფორმულა ყოველდღიური სტრესის ფონზე ფსიქიკური და ფიზიკური ბალანსის შესანარჩუნებლად. შემადგენლობა (1 ტაბლეტში): • აშვაგანდა (Withania somnifera) ექსტრაქტი ტიტრირებული 10%- 250გ მგ • კრაზანა (Hypericum perforatum) ექსტრაქტი ტიტრირებული 0,1% -700 მგ • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) –2,8მგ • მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი) – 112,8 მგ  მოქმედების მექანიზმი და ეფექტი:  აშვაგანდა • ადაპტოგენური მოქმედება – ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში • ამცირებს კორტიზოლის დონეს • მატონიზირებელი მოქმედება • აუმჯობესებს განწყობას და ხელს უწყობს ფსიქოემოციური ბალანსის შენარჩუნებას • ანტიოქსიდანტური მოქმედება , იცავს ტვინის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. • ეხმარება ორგანიზმს ძილის ნორმალიზებაში  კრაზანა • ბუნებრივი ანტიდეპრესანტი — აძლიერებს სეროტონინის, დოფამინის და ნორადრენალინის დონეს • ამცირებს შფოთვას, სტრესს და დათრგუნულობას • ანთებისსაწინააღმდეგო და ნეიროპროტექტორული თვისებები • აიოლებს ჩაძინების პროცესს  ვიტამინი B6 • აუცილებელია ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის (სეროტონინი, GABA, დოფამინი) • ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას • ამცირებს გაღიზიანებას, გადაღლილობასა და სტრესულ რეაქციებს მაგნიუმი • ამცირებს ნერვულ აგზნებადობას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი • მონაწილეობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში • ხშირად გამოიყენება სტრესით, უძილობითა და დაღლილობით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად ჩვენებები: • ფსიქოემოციური გადატვირთვა • სტრესული მდგომარეობები • შფოთვა, გაღიზიანება • პერიოდული დეპრესიული სიმპტომები • ძილის პრობლემები სტრესის ფონზე • ყურადღების კონცენტრაციის შემცირება. მიღების წესი და დოზირება: რეკომენდირებულია: 1 ტაბ. დღეში 1–2-ჯერ, საკვებთან ერთად ან საკვების მიღების შემდეგ. დოზის განსაზღვრა შესაძლოა ინდივიდუალურად მოხდეს, ექიმის რეკომენდაციით. უკუჩვენებები: • ინდივიდუალური მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ • ორსულობა და ლაქტაცია (მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით) • კრაზანას გამო — სხვა მედიკამენტებთან ერთად (განსაკუთრებით ანტიდეპრესანტები, კონტრაცეპტივები, ანტივირუსული და ანტიკოაგულანტები) საჭიროა სიფრთხილე.  განსაკუთრებული გაფრთხილება: • არ არის რეკომენდებული მზის ინტენსიური ზემოქმედება კრაზანას ფონზე (შესაძლოა ფოტოდერმატიტის რისკი). • პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა წამლების მეტაბოლიზმზე — საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილზე (არაუმეტეს 25°C-ზე), ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე. წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს. მწარმოებელი კომპანია: ESI,იტალია
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.