ტერბაქსოლი 1% 20მლ სპრეი
20მლ
ჩვენება: კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია Candida-სგვარის საფუარის მსგავსი სოკოებით.

ტერბაქსოლი

სავაჭრო დასახელება

ტერბაქსოლი, Terbaxol

საერთაშორისო არაპატენტირებ ული დასახელება

ტერბინაფინი, Terbinafine

წამლის ფორმა

კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.

აღწერილობა:თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი, უსუნო.

შემადგენლობა

კრემის 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება:ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:ცეტოსტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, პოლისორბატი 80, ტროლამინი, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქკოდიD01AE15

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები კანის დაავადებების სამკურნალოდ. სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ასევე, იხილეთ: ტერბაქსოლი - Terbaxol 1% სპრეი 20მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ტერბინაფინი, ტერბაქსოლისაქტიური ნივთიერება, წარმოადგენს ალილამინს, რომელსაც გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი. დაბალი კონცენტრაციით ტერბინაფინი ახდენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტებზე, ობის სოკოებსა და ზოგიერთ დიმორფულ სოკოზე. საფუარის სოკოების მიმართ აქტივობა, მათი სახეობის მიხედვით, შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატური.

ტერბინაფინი აფერხებს სტეროლების ბიოსინთეზს სოკოებში ადრეულ ეტაპზე. ეს განაპირობებს ერგოსტეროლის დეფიციტს და სკვალენის უჯრედშიდა დაგროვებას, რაც იწვევს სოკოს უჯრედების დაღუპვას. ტერბინაფინი აინჰიბირებს სკვალენეპოქსიდაზას სოკოს უჯრედის მემბრანაში. სკვალენეპოქსიდაზას არ აქვს კავშირი ციტოქრომ P450 სისტემასთან. აქედან გამომდინარე, ტერბინაფინი არ ახდენს გავლენას ადამიანის ციტოქრომ P450 სისტემაზე და, შესაბამისად, ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა

ადამიანებში ტერბინაფინის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ აბსორბირდება დოზის 5%-ზე ნაკლები, ამიტომ პრეპარატი ახდენს უმნიშვნელო სისტემურ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენებები

- კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, ისეთებით, როგორიცაა Trichophyton (მაგალითად, T. rubrum,  T. mentagrophytes , T. verrucosum , T. violaceum), Microsporum canis  და Epidermophiton floccosum;

- კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია Candida-სგვარის საფუარის მსგავსი სოკოებით(მაგალითად, C. albicans)  ;

- ნაირფერი პიტირიაზი, გამოწვეული Pityrosporum orbiculare-ის მიერ(ასევე ცნობილია როგორც Malassezia furfur).

გამოყენების წესი და დოზები

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში, დაავადების გამოვლინების სიმძიმის მიხედვით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა:

დაავადების დასახელება

მკურნალობის ხანგრძლივობა

სხეულის დერმატომიკოზი, საზარდულის დერმატომიკოზი

1-2 კვირა

ტერფის დერმატომიკოზი

1 კვირა

კანის კანდიდოზი

2 კვირა

ნაირფერი პიტირიაზი

2 კვირა

კლინიკური სიმპტომების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის ხელმეორედ განვითარების რისკი. თუ მკურნალობიდან ორი კვირის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნები არ გამოვლინდა, უნდა მოხდეს დიაგნოზის ვერიფიკაცია.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვთაპოპულაცია

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივ ჯგუფში ტერბინაფინის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო.

ხანდაზმულიასაკის პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების წესი

გარეგანი გამოყენებისთვის.

პრეპარატის დატანებამდე აუცილებელია დაზიანებული უბნების გასუფთავება და გაშრობა. კრემი უნდა დაიტანოს თხელ ფენად დაზიანებულ კანსა და მიმდებარე უბნებზე და მსუბუქად შეიზილოს. გამოყელვით მიმდინარე ინფექციებისას (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შორის, დუნდულებს შორის, საზარდულის მიდამოში) კრემის დატანების ადგილები შეიძლება დაიფაროს მარლით, განსაკუთრებით ღამით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

პრეპარატის გამოყენების ადგილზე შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა ქავილი, კანის აქერცვლა, ტკივილი, გაღიზიანება, პიგმენტაციის დარღვევა, კანის წვის შეგრძნება, სიწითლე და ფუფხის წარმოქმნა.

საჭიროა განვასხვავოთ ეს უმნიშვნელო სიმპტომები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისგან, ისეთებისაგან, როგორიცაა გენერალიზებული ქავილი, გამონაყარი, ბულოზური გამონაყარი და ჭინჭრის ციება, რომლებიც გამოვლენილ იქნა ცალკეულ შემთხვევებში და საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.

პრეპარატის თვალში შემთხვევითი მოხვედრისას ტერბინაფინის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სოკოვანი ინფექციის გამწვავება.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია მათი სიმძიმის ხარისხის კლების მიხედვით.

იმუნური სისტემის მხრივ:სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობა.

მხედველობის ორგანოს მხრივ : იშვიათად - თვალის გაღიზიანება.

კანისადა კანქვეშა ქსოვილების მხრივ:ხშირად -კანის აქერცვლა, ქავილი; არახშირად - კანის დაზიანება, ფუფხის წარმოქმნა, კანის დაავადებები, პიგმენტაციის დარღვევა, სიწითლე, კანის წვის შეგრძნება; იშვიათად - კანის სიმშრალე, კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა; სიხშირე უცნობია - გამონაყარი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები, რომლებიც განპირობებულიაგამოყენების მეთოდით:არახშირად - ტკივილი, ტკივილი და გაღიზიანება დატანების ადგილზე; იშვიათად - ძირითადი დაავადების გამწვავება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინეთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

ტერბაქსოლიგანკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. ერიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება. პრეპარატის შემთხვევითი მოხვედრისას, თვალები გულდასმით უნდა ჩამოიბანოთ გამდინარე წყლით.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

პრეპარატი შეიცავს 0,02 გ ბენზილის სპირტს 1 გ კრემზე გათვლით. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულ ქალებში ტერბინაფინის კრემის სახით კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ პრეპარატი ორსულობის პერიოდში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ცხოველებზე ჩატარებულმა ფეტალური ტოქსიკურობის კვლევებმა არ გამოავლინა არასასურველი რეაქციები.

ლაქტაცია

ტერბინაფინი გადადის დედის რძეში. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში. ნუ დაუშვებთ ჩვილის კონტაქტს პრეპარატით დამუშავებულ კანთან, მკერდის ჩათვლით.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერბინაფინი არ ახდენდა გავლენა ნაყოფიერებაზე.

ურთიერთქმედება სხვასამკურნალო საშუალებებთან

ტერბაქსოლიკრემთან რაიმე ურთიერთქმედების შესახებ არაფერია ცნობილი.

დოზის გადაჭარბება

დაბალი სისტემური აბსორბციის გამო ტერბინაფინის ადგილობრივი გამოყენების კრემის სახით მოხმარების შემთხვევაში დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. 300 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის შემცველი პრეპარატის ერთი ტუბის (30 გ) შიგთავსის შემთხვევითი გადაყლაპვა შედარებადია ტერბინაფინის ერთი ტაბლეტის მიღებასთან 250 მგ დოზით (ერთჯერადი პერორალური დოზა ზრდასრულებისთვის). პრეპარატის უფრო მეტი რაოდენობით უნებლიე გადაყლაპვის შემთხვევაში აღინიშნება არასასურველი რეაქციები, რომლებიც ჰგავს ტერბინაფინის ტაბლეტების დოზის გადაჭარბების სიმპტომებს.

სიმპტომები:თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში და თავბრუსხვევა.

მკურნალობა:აქტივირებული ნახშირი, საჭიროების შემთხვევაში - სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია.

გამოშვების ფორმა

კრემი გარეგანი გამოყენებისთვის, 30 გ ალუმინის ტუბში.

1 ალუმინის ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან  გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.