მედიკო

ნოგასტი L 100მლ სუსპენზია

100მლ

ნოგასტი L სუსპენზია ორალური 100მლ შემადგენლობა: 5 მლ სუსპენზია შეიცავს: აქტიურ ნივთიერებებს: ალუმინის ჰიდროქსიდს - 300 მგ, მაგნიუმის ოქსიდი - 350მგ, სიმეთიკონს - 100 მგ.

ნოგასტი L სუსპენზია ორალური 100მლ შემადგენლობა: 5 მლ სუსპენზია შეიცავს: აქტიურ ნივთიერებებს: ალუმინის ჰიდროქსიდს - 300 მგ, მაგნიუმის ოქსიდი - 350მგ, სიმეთიკონს - 100 მგ. ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს მომატებული და ნორმალური სეკრეტორული ფუნქცია, მეტეორიზმი (ჭარბი აირწარმოქმნით ნაწლავებში). გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; მწვავე გასტრიტი, ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიები; პეპტიური წყლული; დიაფრაგმის საყლაპავი ხვრელის თიაქარი; რეფლუქს-ეზოფაგიტი; დუოდენოგასტრალური რეფლუქსი; ასევე შეიძლება მიღება ეპიგასტრიუმში დისკომფორტისა და ტკივილის, გულძმარვის, ბოყინის დროს, რომელიც ვითარდება არასწორი კვების, ალკოჰოლის, ყავისა და ნიკოტინის ჭარბად მოხმარების შედეგად. მიღების წესი და დოზები: სუსპენზია შინაგანი გამოყენებისთვის. მოზრდილები იღებენ 5 მლ-ს ჭამიდან 1 საათის შემდეგ (თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის მითითებული). რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს პრეპარატს იღებენ ჭამის შემდეგ მოკლე დროში. მკურნალობის კურსი 2-3 თვე. ეპიზოდურად გამოყენების დროს(დისკომფორტი არასწორი კვებისას) - ერთჯერადად 5 მლ. , 10 -16 წლის ბავშვებში დოზირებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი (ჩვეულებრივ მოზრდილების დოზის ½). უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი; თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები (სისხლის შრატში მაგნიუმის და ალუმინის იონების კონცენტრაციის მატების საფრთხის გამო, თირკმელებით მათი გამოყოფის შენელების მიზეზით); შენახვის პირობები: ინახება მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.არ დაუშვათ გაყინვა! მოარიდეთ ბავშვებს!
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.