მედიკო

დეკო 2000 ვიტD3 #36კაფს

1 ცალი

დეკო 2000 შემადგენლობა: თითოეული ჟელატინის რბილი კაფსულა შეიცავს 2000 სე ქოლეკალციფეროლს (50 მკგ ვიტამინ D3-ს) დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, E ვიტამინი, ხარის საკვებად

დეკო 2000 შემადგენლობა: თითოეული ჟელატინის რბილი კაფსულა შეიცავს 2000 სე ქოლეკალციფეროლს (50 მკგ ვიტამინ D3-ს) დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, E ვიტამინი, ხარის საკვებად გამოსაყენებელი ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, გლიცერინი, სორბიტოლი. ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, პროფილაქტიკისთვის და მისი დონის შენარჩუნებისთვის. დოზირება და მიღება: გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში 5 წლის ასაკიდან: საპროფილაქტიკო დოზას წარმოადგენს 500-1000 სე დღე-ღამეში, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. სამკურნალო დოზა რეკომენდებულია 5000-6000 სე დღე-ღამეში, თუმცა სამკურნალო დოზის მიღების ხანგრძლივობა და საპროფილაქტიკო დოზაზე გადასვლა განისაზღვრება სისხლის შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციის კონტროლით. მოზრდილები: ჩვეულებრივ საპროფილაქტიკო დოზის სახით რეკომენდებულია D ვიტამინის 500-1000 სე დღე-ღამეში. სამკურნალო დოზის სახით რეკომენდებულია გამოყენება D ვიტამინის 5000-6000 სე დღე-ღამეში. სამკურნალო დოზის მიღების ხანგრძლივობა და საპროფილაქტიკო დოზაზე გადასვლა განისაზღვრება სისხლის შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციის კონტროლით. ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია მოზრდილებში: D ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1000 სე. ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომელებიც იმყოფებიან დაცემის და მოტეხილობების დიდი რისკის ქვეშ, რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს 2000 სე დღე-ღამეში. მიღების მეთოდი: დეკო 2000 მიიღება პერორალურად. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. შენახვა: შეინახეთ 25 C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.