მედიკო

ერითრომიცინი 250მგ #50ტ(ბანგ)

250მგ

დასახელება ერითრომიცინი – 250 მგ დაფარული ტაბლეტები შემადგენლობა თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ერითრომიცინის სტეარატი USP, ექვ.

დასახელება ერითრომიცინი – 250 მგ დაფარული ტაბლეტები შემადგენლობა თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ერითრომიცინის სტეარატი USP, ექვ. ერითრომიცინის 250 მგ ფარმაკოთერაპიული ჯგუფი მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი ჩვენებები ზემო სასუნთქი გზების ინფექციები ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები ძვლის ინფექციები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები კუჭ-ნაწლავის ინფექციები პროფილაქტიკა უკუჩვენებები ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან პოტენციურად ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღებისას მიღების წესი და დოზები მსუბუქი ან ზომიერი ინფექციების დროს: მოზრდილები და 8 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 1 გ დღეში, დაყოფილი დოზებით მძიმე ინფექციების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაორმაგდეს გაფრთხილებები ახალშობილები: თუ ღვიძლის ფუნქცია ნორმალურია, განსაკუთრებული სიფრთხილე გარდა შემცირებული დოზისა არ არის საჭირო ბავშვები: გარდა შემცირებული დოზისა, დამატებითი სიფრთხილე არ საჭიროებს ორსულობა და ლაქტაცია ორსული ქალები: პრეპარატი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს ლაქტაცია: ერითრომიცინი აღწევს უფრო მაღალ კონცენტრაციებს დედის რძეში ვიდრე პლაზმაში დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს გვერდითი მოვლენები ქოლესტატიკური სიყვითლე (მკურნალობის დაწყებიდან 10–14 დღის შემდეგ, შექცევადი მკურნალობის შეწყვეტისას) იშვიათად: განზოგადებული ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი შექცევადი სმენის დაკარგვა, მძიმე გულისრევა, ღებინება, დიარეა ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის ურთიერთქმედებები თეოფილინი, კარბამაზეპინი, დიგოქსინი, ვარფარინი, ერგოტამინი შენახვის პირობები ინახება ≤30 °C, სინათლისა და ტენიანობისგან დაცულად, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.