უზნაძე N2 40გ მალამო*
40გ
მალამო უზნაძე #1 გამოყენების ინსტრუქცია პარასამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.
მალამო უზნაძე #1
გამოყენების ინსტრუქცია
პარასამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.
აღწერილობა: ყვითელი ფერის მალამო, სუსტი სპეციფიური სუნით, 40 გ. პოლიპროპილენის კოლოფი, მეორადი შეფუთვა _ მუყაოს კოლოფი.
შემადგენლობა: (გ:40გ). მრავალძარღვას ექსტრაქტი 2გ, გულყვითელას ექსტრაქტი 2გ, მიხაკის ზეთი 0,45გ, ფუტკრის ცვილი (თეთრი ან ყვითელი) 15,55გ, მზესუმზირის ზეთი _ 20გ.
გამოყენების რეკომენდაციები: მალამო წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას. გამოიყენება როგორც კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ისე შემდეგი პათოლოგიების დროს: მწვავე ბუასილის, მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, სტომატიტის, ალვეოლიტის, პარადონტიტის, ფურუნკულის, ნაწოლების, კოღოს ნაკბენის დროს.
აღსანიშნავია, რომ მალამო #1-ის გამოყენების შემთხვევაში ავადმყოფს მომენტალურად ეხსნება ძლიერი ტკივილები.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
გამოყენების წესი: კომპლექსურ თერაპიაში მალამო გამოიყენება ადგილობრივად პათოლოგიური კერის ადგილის მიხედვით ტამპონის სახით, აბსცესის, ჭრილობების დასამუშავებლად.
მალამოს გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტისეპტიკურ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მანქანადანადგარების მართვაზე ზემოქმედება: არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას და არ ადუნებს მძღოლის ყურადღებას საჭესთან.
ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.