მედიკო

უზნაძე N1 40გ მალამო*

40გ

მალამო უზნაძე #1 გამოყენების ინსტრუქცია პარასამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

მალამო უზნაძე #1 გამოყენების ინსტრუქცია პარასამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. აღწერილობა: ყვითელი ფერის მალამო, სუსტი სპეციფიური სუნით, 40 გ. პოლიპროპილენის კოლოფი, მეორადი შეფუთვა _ მუყაოს კოლოფი. შემადგენლობა: (გ:40გ). მრავალძარღვას ექსტრაქტი 2გ, გულყვითელას ექსტრაქტი 2გ, მიხაკის ზეთი 0,45გ, ფუტკრის ცვილი (თეთრი ან ყვითელი) 15,55გ, მზესუმზირის ზეთი _ 20გ. გამოყენების რეკომენდაციები: მალამო წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას. გამოიყენება როგორც კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ისე შემდეგი პათოლოგიების დროს: მწვავე ბუასილის, მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, სტომატიტის, ალვეოლიტის, პარადონტიტის, ფურუნკულის, ნაწოლების, კოღოს ნაკბენის დროს. აღსანიშნავია, რომ მალამო #1-ის გამოყენების შემთხვევაში ავადმყოფს მომენტალურად ეხსნება ძლიერი ტკივილები. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. გამოყენების წესი: კომპლექსურ თერაპიაში მალამო გამოიყენება ადგილობრივად პათოლოგიური კერის ადგილის მიხედვით ტამპონის სახით, აბსცესის, ჭრილობების დასამუშავებლად. მალამოს გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტისეპტიკურ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას. გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი. უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. მანქანადანადგარების მართვაზე ზემოქმედება: არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას და არ ადუნებს მძღოლის ყურადღებას საჭესთან. ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.