მედიკო

ლუქსიალი 10მლ თვ/გელ-წვეთი

10მლ

ჩვენება: უზრუნველყოფს  მშრალი თვალის სინდრომის შემსუბუქებას.

ლუქსიალის® ჯვარედინი კავშირის მქონე გელისებრი წვეთები

ვისკოელასტიური და დამამშვიდებელი საშუალებების კომბინაცია,

ორმაგი პოლიმერული ტექნოლოგია  - ჯვარედინი კავშირის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატი 0.3% და P-PLUS™

შემადგენლობა:

ჯვარედინი კავშირის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატი 0.3%, P-Plus™, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, SCO®

აღწერა:

ლუქსიალის® ჯვარედინი კავშირის მქონე გელისებრი წვეთები არის ორმაგი პოლიმერული კომბინაცია, რომელიც ზედაპირზე ლუბრიკანტების შეკავების დროის გაზრდის ხარჯზე უზრუნველყოფს უფრო მნიშვნელოვან და გაუმჯობესებულ მოქმედებას გამოშრობის შემთხვევაში ვიდრე სხვა ერთპოლიმერიანი შემადგენლობები.

იგი აერთიანებს სამ ძირითად ინგრედიენტს, ჯვარედინი კავშირის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატს, დამამშვიდებელ P-PLUS™-ს და SCO®-ს, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ შემადგენლობას.

ორმაგი დამამშვიდებელი საშუალების (ჯვარედინი კავშირის მქონე  ნატრიუმის ჰიალურონატი და P-PLUS™) კომბინაცია ლუქსიალის® ჯვარედინი კავშირის მქონე გელისებრ წვეთებში, ხელს უწყობს ხსნარის ჰიგიროსკოპული, ვისკოელასტიური და ლორწოვანი ადჰეზიური თვისებების გამოყენებას.

ეს თვისებები ახანგრძლივებს თვალის ზედაპირზე შენარჩუნების დროს, აუმჯობესებს დამამშვიდებელი საშუალებების გავრცელებას და უზრუნველყოფს დამატებით ზეთოვნებას. ლუქსიალის® ჯვარედინი კავშირის მქონე გელისებრი წვეთები აუმჯობესებს გამოშრობისგან დაცვას და ამცირებს ზედაპირულ ხახუნს და ინარჩუნებს კარგ დატენიანებას რქოვანაზე

ჯვარედინი კავშირის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატის მოქმედება ოპტიმიზებული და გახანგრძლივებულია P-Plus™-ის სინერგიული მოქმედებით. P-Plus™ არის  წყალში ხსნადი პოლიმერი აპკის წარმომქმნელი და ლუბრიკანტის თვისებებით.

ჯვარედინი კავშირის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატი ინარჩუნებს მეტ წყალს და აქვს უფრო მაღალი ვისკოელასტიურობა, ვიდრე სხვა სტანდარტულ ხაზოვან ნატრიუმის ჰიალურონატის თვალის წვეთებს, რაც უზრუნველყოფს რქოვანას ზედაპირის ხანგრძლივ და გრძელვადიან დამატენიანებელ მოქმედებას.

ელექტროლიტების (Cl-, Na+, K+, Ca++ და Mg++) არსებობა, რომლებიც აუცილებელია უჯრედული ბიოქიმიური პროცესებისთვის, ხელს უწყობს თვალის ზედაპირის კარგ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

ლუქსიალის® ჯვარედინი კავშირის მქონე გელისებრი წვეთები ინახება სპეციალური კონსერვანტის სისტემით, რომელსაც ეწოდება SCO® (სტაბილიზირებული კომპლექსი ოქსიქლორო) და რომელიც უნარჩუნებს ხსნარს სტერილურობას ბოთლში.

სინათლის ზემოქმედებისას, SCO® იშლება ადამიანის ცრემლებში ბუნებრივად არსებულ კომპონენტებად, როგორიცაა ნატრიუმის ქლორიდი, ჟანგბადი და წყალი, რაც ვლინდება მის კარგ ტოლერანტბაში.

ჩვენებები:

ლუქსიალის® ჯვარედინი კავშირის მქონე გელისებრი წვეთები უზრუნველყოფს  მშრალი თვალის სინდრომისა და ზოგადად თვალის მხრივ დარღვევების, მშრალი კერატიტის, ქსეროფთალმიის, კერატოკონიუნქტივიტის, შეგრენის სინდრომისა და სტივენს-ჯონსონის სინდრომის ხანგრძლივ და გრძელვადიან შემსუბუქებას.

ასევე რეკომენდირებულია თვალის დაღლილობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ქავილთან, წვასთან, უცხო სხეულის შეღწევასთან და თვალის გაღიზიანებასთან, გამოწვეული პათოლოგიური ან არაპათოლოგიური მდგომარეობებით, რომლებიც დაკავშირებულია გარე ფაქტორებთან, როგორიცაა ეკრანების  და მონიტორების ხანგრძლივი ზემოქმედება, კონდიცირება, ჰაერის დაბინძურება, კვამლი და ა.შ.

ლუქსიალის® ჯვარედინი კავშირის მქონე გელისებრი წვეთები თავსებადია ყველა ტიპის კონტაქტურ ლინზებთან.

ასევე, იხილეთ: Hylo Comod - ხილო-კომოდი თვალის წვ. 10მლ

გამოყენების ინსტრუქცია:

• ხელები კარგად დაიბანეთ, ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ.

• დარწმუნდით, რომ პლომბი ხელუხლებელია.

• ბოთლის გასახსნელად, მთლიანად ამოხრახნეთ თავსახური და მოხსენით დამცავი პლომბი.

• ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი თითოეულ თვალში, ან საჭიროებისამებრ, ან ოფთალმოლოგის რეკომენდაციის მიხედვით.

• გამოყენების შემდეგ ბოთლს მჭიდროდ დახურეთ თავსახური.

გაფრთხილებები:

• გელისებრმა ხსნარმა შეიძლება გამოიწვიოს მცირე დაბინდვის შეგრძნება, მაგრამ 30-60 წამის შემდეგ მხედველობა უბრუნდება ნორმას.

• შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, არ შეახოთ საწვეთურის წვერი რაიმე ზედაპირს ან თვალს.

• არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ სპეციფიკური მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

• ზოგიერთ შემთხვევაში, უმნიშვნელო მგრძნობელობამ შეიძლება გამოიწვიოს ხანმოკლე ჩხვლეტის შეგრძნება ან გაღიზიანება ჩაწვეთებისას, რომელიც ქრება თვალის დახამხამების შემდეგ.

• არ გადაყლაპოთ ხსნარი.

• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

• ბოთლის გახსნის შემდეგ ხსნარის გამოყენება შეიძლება 90 დღის განმავლობაში.

• არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

• თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ხსნარის კომპონენტების მიმართ, ხოლო სიმპტომები გრძელდება, მიმართეთ ოფთალმოლოგს.

• არ გამოიყენოთ თუ ბოთლი დაზიანებულია.

• მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

შენახვა:

ინახება 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.