ბეპანთენი 5% 100გ მალამო
100გ

ჩვენება:გამომშრალი და გაღიზიანებული დაუზიანებელი კანის მკურნალობა:ჰიპერემია, მსუბუქი დამწვრობები.

სავაჭრო დასახელება

ბეპანთენი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დექსპანთენოლი

სამკურნალწამლო ფორმა

კრემი გარეგანი მოხმარებისთვის.

აღწერილობა

ჰომოგენული, გაუმჭირვალე, თეთრი ან თეთრი-მოყვითალო ელფერის კრემი, სუსტი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჭრილობებისა და წყლულის სამკურნალო საშუალება. ჭრილობის შემახორცებელი საშუალება. D03AX03

იხილეთ ბლოგი: რა არის ბეპანტენი და რაში შეიძლება დაგვეხმაროს

შემადგენლობა

1 გ კრემი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: DL-პანტოლაქტონი, ფენოქსიეთანოლი, ამფიზოლი K, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ლანოლინი (E913), იზოპროპილმირისტატი, პროპილენგლიკოლი(E1520), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დექსპანთენოლი წარმოადგენს პანთოტენის სპირტის ანალოგს და გააჩნია იგივე ბიოლოგიური აქტივობა. დექსპანთენოლი სწრაფად აღწევს უჯრედებში და გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელსაც იგივე ეფექტი აქვს, როგორიც ვიტამინ B5-ს.

პანტოტენის მჟავა და მისი მარილები წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინებს, რომელიც შედის აცეტილკოენზიმ A-ს შემადგენლობაში და დიდ როლს თამაშობს მრავალრიცხოვან მეტაბოლური ცვლის პროცესებში.

ამგვარად, დექსპანთენოლს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის მაღალი მოთხოვნა პანტოთენის მჟავით, რომელიც აუცილებელია კანისა და ლორწოვანი გარსის ფორმირებისა და რეგენერაციისათვის. უმეტესი ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით და განავლით უცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები

გამომშრალი და გაღიზიანებული დაუზიანებელი კანის მკურნალობა: ჰიპერემია, მსუბუქი დამწვრობები (მზის და საყოფაცხოვრებო), კანის ქერქოვანი ნაწილების დამუშავება (მაგალითად: ხელის მტევნის, იდაყვის, მუხლების და ასე შემდეგ.)

გამომშრალი, გაწითლებული კანის პროფილაქტიკური დამუშავება.

მიკროდაზიანებისას სწრაფი შეხორცებისა და კანის ეპითელიზაციის მიზნით (ნახეთქები, ნაკაწრები), კანის გაღიზიანებისას რადიო-, ფოტოთერაპიის ან უი-დასხივებისას.

კანის დამუშავება კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებზე თხელ ფენად დღეში რამოდენიმეჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე და მის დინებაზე.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დაფუძნებულია სპონტანურ შეტყობინებებზე. შეუძლებელია განისაზღვროს მათი გამოვლინების ზუსტი სიხშირე.

იმუნური სისტემის, კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის - კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზირება

დექსპანთენოლი, მაღალ დოზებშიც კი კარგად გადაიტანება და ითვლება არატოქსიურად.

უსაფრთხოების ზომები

ლანოლინმა, სტეარილის სპირტმა და ცეტილის სპირტმა, პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება (მაგალითად - კონტაქტური დერმატიტი).

საჭიროა კრემის თვალში მოხვედრის თავიდან აცილება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არსებობს კრემის გამოყენების შეზღუდვა ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა

30 გ ან 100 გ ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.