მედიკო

ფლაგილი 500მგ #20ტ(თურქ)

500მგ

ფლაგილი ტაბლეტი 500მგ შემადგენლობა: აქტიური ნივთერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტრონიდაზოლს.

ფლაგილი ტაბლეტი 500მგ შემადგენლობა: აქტიური ნივთერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტრონიდაზოლს. დამხმარე ნივთიერებები სორბიტოლი 37,50 მგ თერაპიული ჩვენებები: იგი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციებისთვის, რომლებიც გამოწვეულია დადასტურებული მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ამებიაზი შარდსასქესო სისტემის ტრიქომონიაზი არასპეციფიკური ვაგინიტი ჟიარდიაზი მგრძნობიარე ანაერობული ორგანიზმებით გამოწვეული სამედიცინო-ქირურგიული ინფექციების მკურნალობა ინფექციების პრევენცია, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ოპერაციების დროს მგრძნობიარე ანაერობულ მიკროორგანიზმებთან კონტაქტის მაღალი რისკის გამო დოზირება, გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა: ამებიაზი: მოზრდილები: 1,5გრ დღეში, გაყოფილი 3 დოზად. ბავშვები: 30-40 მგ/კგ/დღეში, დაყოფილი სამ დოზად. არ უნდა აღემატებოდეს 2400 მგ დღეში. ღვიძლის ამებიაზის დროს, აბსცესის სტადიაში, მეტრონიდაზოლით მკურნალობა უნდა ჩატარდეს აბსცესის დრენაჟთან ერთად. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ზედიზედ 7 დღის განმავლობაში. ტრიქომონიაზი: ქალებში (ტრიქომონალური ურეთრიტი და ვაგინიტი): ერთჯერადი დოზა 2 გრამი (4 ტაბლეტი). იმ შემთხვევაშიც კი თუ მეუღლეს არ აღენიშნება Trichomonas vaginalis ინფექციის სიმპტომები და ლაბორატორიული ტესტები არ იძლევა დადებით შედეგს, აუცილებელია პარტნიორებში ერთობლივი მკურნალობის ჩატარება. გიარდიაზი: მოზრდილები: 750 მგ-დან 1 გ-მდე დღეში ზედიზედ 5 დღის განმავლობაში ბავშვები 10-დან 15 წლამდე: 500 მგ/დღეში არასპეციფიკური ვაგინიტი: 500 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ინფექციების მკურნალობა ანაერობული ორგანიზმებით (როგორც პირველი არჩევანი ან შემდგომი მკურნალობა): მოზრდილები: 1-1,5 გ/დღეში ბავშვები: 20-30 მგ/კგ/დღეში ქირურგიული ქიმიოპროფილაქტიკა: ლიტერატურაში გამოქვეყნებული კვლევები არ იძლევა ქირურგიული პროფილაქტიკისთვის იდეალური პროტოკოლის დადგენის საშუალებას. მეტრონიდაზოლი უნდა იქნას გამოყენებული ენტერობაქტერიების წინააღმდეგ ეფექტურ პრეპარატთან ერთად. 500 მგ ყოველ 8 საათში იძლევა საკმარის ეფექტს ოპერაციამდე დაახლოებით 48 საათით ადრე შეყვანისას. ბოლო დოზა უნდა იქნას მიღებული ოპერაციამდე მინიმუმ 12 საათით ადრე. ვინაიდან ქიმიოპროფილაქსიის მიზანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბაქტერიული ინოკულაციის თავიდან აცილება ოპერაციის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში პრეპარატის (მინიმუმ პერორალურად) მიცემის გაგრძელებას არ აქვს სარგებელი. იმავე პროტოკოლის მიხედვით, 20-დან 30 მგ/კგ/დღეში უნდა დაინიშნოს ბავშვები. გამოყენების მეთოდი: პრეპარატი ინიშნება პერორალურად. მისი მიღება შესაძლებელია ცარიელ ან სავსე კუჭზე. დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ: თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა ღვიძლის მძიმე უკმარისობისას დოზა და მიღების სიხშირე მეტრონიდაზოლის უკმარისობის ხარისხისა და შრატში დონის მიხედვით უნდა დარეგულირდეს.  პედიატრიული პოპულაცია: ბავშვებისთვის სასურველია FLAGYL-ის სუსპენზიის ფორმა. გერიატრიული პოპულაცია: ხანდაზმულებში რეკომენდებულია მისი გამოყენება სიფრთხილით. სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას. უკუჩვენებები: არ შეიძლება გამოყენება პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულების ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ. ორსულობის პირველი ტრიმესტრი შენახვა: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.