მედიკო

აიგელ პლუსი 10გ თვ/გელი

10გ

ჩვენება:თვალის რქოვანას დამატენიანებელი და დამცავი პრეპარატი.

აიგელ    პლუსი თვალის გელი 10გრ

თვალის რქოვანას დამატენიანებელი და დამცავი პრეპარატი

შემადგენოლბა:

დექსაპანტენოლი 5%

კარბომერი 2მგ

ფარმაკოდინამიკა:

დექსაპანტენოლი წარმოადგენს პანტოტენის მჟავის წინამორბედს და შესაბამისად ხასიათდება იმავე თვისებებით , რაც ვიტამინი D.   დექსაპანტენოლი  სწრაფად გარდაიქმნება პანტოტენის მჟავად, რომელიც კოენზიმ A-ს ნაწილია და მონაწილეობს აცეტილირების პროცესში, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში, აცეტილქოლინის, კორტიკოსტეროიდების და პორფირინების სინთეზში. დექსაპანტენოლი არეგულირებს უჯრედულ მეტაბოლიზმს და ასტიმულებს მიტოზს, რითაც  აჩქარებს ფიბრობლასტების და ეპითელიოციტების პროლიფერაციას და  აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციას. ასტიმულებს კოლაგენის პროდუქციას და ზრდის მათ ელასტიურობასა და სიმტკიცეს. რეგენერაციული  და მეტაბოლური ეფექტის გარდა დექსაპანტენოლს აქვს საშუალოდ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

კარბომერი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ კარბოქსივინილპოლიმერს (პოლიაკრილატი). კარბომერი ზრდის ცრემლის სიბლანტეს და ქმნის დამცავ დამატენიანებელ აფსკს რქოვანას ზედაპირზე, ასქელებს საცრემლე აფსკის მუცინის და წყლოვან ფენებს. აიგელი ამცირებს  “მშრალი თვალის სინდრომით” (კომპენსატორული ცრემლდენა, ქავილი, წვა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება და მხედველობითი დაღლილობა). აიგელი ატენიანებს და იცავს რქოვანას  დაზიანებისაგან და აჩქარებს დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციას.   კარბომერს  შეუძლია მოახდინოს სხვა თვალის პრეპარატების შეწოვის პროლონგირება მათი ერთდროული მიღების შემთხვევაში.

ფარმაკოკინეტიკა: კარბომერის და დექსაპანტენოლის დიდი მოლაკულური მასის გამო შეღწევა რქოვანაში ნაკლებსავარაუდოა.
მიღების ჩვენებები:

·      მშრალი კერატოკონიუნქტივიტი და „მშრალი თვალის“ სინდრომის თანმდევი სხვა დაავადებები, რომელიც გამოიხატება ცრემლდენაში, დაღლილობაში, ქავილში და წვაში, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებაში;

·      თვალების გაღიზიანება (მტვერი, კვამლის შედეგად, კომპიუტერზე მუშაობის დროს “ოფისის თვალის სინდრომი“);

·      არასაკმარისი ცრემლგამოყოფა;

·      სტივენს-ჯონსის სინდრომი;

·      შაგრენის დაავადება;

·      ქუთუთოების დაავადება, რომელიც იწვევს რქოვანას ცრემლთან არასაკმარის კონტაქტს,

·      აღდგენითი თერაპია რქოვანაზე ლაზერული და ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ ექიმის დანიშვნის თანახმად.

მიღების წესი და დოზირება
თვალის გელი  აიგელ პლუსი გამოიყენება  1 წვეთი 1-4 ჯერ დღე-ღამეში (სიმპტომის გამოხატულობის ხარისხიდან გამომდინარე).
პრეპარატის ჩაწვეთამდე დაიბანეთ ხელები.

ჭარბი დოზირება

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

თანმხლები მოვლენები:
ჩაწვეთებისთანავე შესაძლებელია მხედველობის დროებითი დაბინდვა, წვის ხანმოკლე შეგრძნება და თვალის ადგილობრივი გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
აიგელ -ის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება შესწავლილი არ არის.

გამოშვების ფორმა:
5% თვალის გელი. 10 გ გამჭვირვალე ფლაკონი, 10 მლ ტევადობის,  ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
+15 . . + 25ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
30 თვე. გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა
რეცეპტის გარეშე

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.