პარაცედოლი 120მგ/5მლ120მლ სირ
120მგ
დასახელება - პერორალური სუსპენზია120მგ/5მლ გამოყენება პარაცედოლი საბავშვო მიიღება პერორალურად და განკუთვნილია ბავშვთა ასაკში გამოსაყენებლად.
დასახელება - პერორალური სუსპენზია120მგ/5მლ
გამოყენება
პარაცედოლი საბავშვო მიიღება პერორალურად და განკუთვნილია ბავშვთა ასაკში გამოსაყენებლად. პრეპარატი ამსუბუქებს ტკივილს კბილების ამოსვლის, კბილის ტკივილის, ყელის ანთების დროს; გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი გაციების, გრიპის და ბავშვთა ინფექციების შემთხვევაში. პარაცედოლი ასევე რეკომენდებულია ვაქცინაციის შემდგომი რეაქციის შემთხვევაში.
პარაცედოლის გამოყენებისას, თუ სამი დღის შემდეგ ბავშვი უკეთესად არ გრძნობს თავს ან მისი მდგომარეობა უარესდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს სამედიცინო დახმარებისთვის.
უკუჩვენებები
ალერგიული რეაქცია ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ინსტრუქციაში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. პარაცედოლი საბავშვო გამოიყენება პერორალურად. გამოყენების წინ ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ. 24 სთ-ის განმავლობაში მიღებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60მგ/კგ-ს სხეულის მასაზე დოზას.
შენახვის წესი
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25რС ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.