მედიკო

რეეპითოლი 30გ მალამო

30გ

ჩვენება:კანის დაზიანება, ნახეთქები, სოკოვანი დაავადებები, ანთებიანი და ქარისაგან გამომშრალი კანი, დამწვრობა,მწერების ნაკბენები.

რეეპითოლი

სამკურნალო ფორმა

გარეგანი გამოყენების მალამო

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება:

ტყის ნაძვის გასუფთავებული ფისი (Picea abies )10%

დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი, ვაზელინის ზეთი, დენატურატი, მიკროკრისტალური ცვილი, სორბიტანოლეატი, თეთრი ცვილი, ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი, სტეარინის მჟავა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

რეეპიტოლს გააჩნია ფართო მიკრობსაწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და აუმჯობესებს ჭრილობების შეხორცებასა და ქსოვილების რეგენერაციას.

მალამო აძლიერებს ეპიტელიზაციას. ასტიმულირებს ზრდის ფაქტორების სინთეზს (ეპიდერმალურ ზრდის ფაქტორის  EGF და ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორს     FGF).

ნაძვის ფისი - შეიცავს ეთერზეთს, ქარვისა და ჭიანჭველამჟავას, და ასევე ტერპენტინს.

ტერპენტინი - არის წარმოებული სკიპიდარის მისაღებად. სკიპიდარი განკუთვნილია რევმატიზმის სამკურნალოდ, რბილი ქსოვილების ტრავმატული დაზიანებისა და დაჭიმვების დროს.

ფისში შემავალი ქარვის მჟავა ეხმარება კანს ელასტიურობის დაბრუნებაში, ის აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.

ჭიანჭველამჟავა - შეიცავს თუთიის ორგანულ კომპონენტებს დიდი რაოდენობით, ხოლო ბიოთუთია, როგორც ცნობილია, წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და იმუნოსტიმულატორს. ის იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისაგან. ჭიანჭველამჟავას გააჩნია ბრწყინვალე ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, დამათბობელი და შეღწევადი მატონიზირებელი თვისებები.

გამოყენების ჩვენებები:

ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების ადგილობრივი მკურნალობისათვის:

სტაციონარულ პირობებში:

დამწვრობისას მიღებული ჭრილობები;
დიაბეტური ტერფის მკურნალობა;
ნაწოლები;
ვენოზური ტროფიკული წყლულები;
ტროფიკული წყლულები შაქრიანი დიაბეტის დროს;
ქირურგიული ჭრილობების გართულებები.

სახლის პირობებში:

ნაჭდევები, კანის დაზიანება, ნახეთქები, სოკოვანი დაავადებები, ანთებიანი და ქარისაგან გამომშრალი კანი, დამწვრობები კანზე, პუსტულების შესახორცებლად, ფურუნკულები, მწერების ნაკბენები.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაზე.

ორსულობა და ლაქტქციის პერიოდი:

არ არის მონაცემები შესაძლო გვერდითი ეფექტების თაობაზე ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

რეეპითოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

გამოყენების წესი და დოზები:

ნაჭდევების დროს დაზიანებული კანი ან ჭრილობა უნდა ჩამოიბანოთ წყლით და გააშროთ. მალამო რეეპითოლი უნდა წაისვათ უშუალოდ დაზიანებულ უბანზე 1-2 ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დაზიანებულ უბანს დააფარეთ მარლა ან გამოიყენეთ ჰაერგამტარი სახვევი.

მწერის ნაკბენ ადგილზე მალამო წაისვით კანზე დღის განმავლობაში 3-5-ჯერ და შეიზილეთ მსუბუქად 7-10 წუთის მანძილზე.

ჭრილობის სანათურებისა და გახსნილი ბუშტუკების დამუშავება ხდება ექიმის რეკომენდაციების მიხედვით.

მალამო რეეპითოლი ჭრილობის ზედაპირზე წარმოქმნის ანტიმიკრობულ ფენას, რომელიც იცავს ჭრილობას დაბინძურებისგან და ხელს უწყობს უფრო ეფექტურ შეხორცებას.

მალამოს გამოყენების ხანგრძლივობა:

მალამო რეეპითოლი გამოიყენება რეგულარულად მანამ, სანამ ჭრილობა არ შეხორცდება. მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე თვემდე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენების დროს გვერდითი მოვლენები და გართულებები აღნიშნული არ ყოფილა.

პრეპარატ რეეპითოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქციები (ალერგიული კონტაქტური დერმატიტი).

დაბეჯითებითადა არის რეკომენდებული გამოყენების წინ სინჯის გაკეთება მგრძნობელობაზე. წაისვით მცირე რაოდენობის მალამო ხელის შიდა ნაწილზე. თუ პრეპარატის წასმისთანავე თქვენ იგრძენით წვა ან  კანზე გაჩნდა ალერგიული რეაქცია, ჩამოიბანეთ პრეპარატი რაც შეიძლება მალე. თუ ალერგიული სიმპტომები ჩნდება მოგვიანებით, მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მალამო რეეპითოლის  გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება:

პრეპარატის დოზის გადაჭარვების შემთხვევები დაფიქსირებული არ ყოფილა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის ცნობილი კლინიკურად მნიშვნელოვანი  ურთიერთქმედებები.

განსაკუთრებული მითითებები:

არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსზე და თვალებში. მალამოს წასმის შემდეგ ძალიან კარგად დაიბანეთ ხელები, რათა გამოირიცხოს მისი მოხვედრა თვალებში, ცხვირსა და პირში.

ქრონიკული, ცუდად შეხორცებადი ჭრილობების დროს გთხოვთ  მიჰყვეთ თქვენი ექიმის მიერ მოცემულ ინსტრუქციებს.

გამოშვების ფორმა;

გარეგანი გამოყენების მალამო 30 გ ალუმინის ტუბში.

ერთი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25˚ C-ზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა:

აღნიშნულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ტუბის გახსნის შემდეგ შენახვის ვადაა 1 წელი

გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.