პროტოფერი 30მლ ორალ/წვ
30მლ

ჩვენებები: გამოიყენება რკინის დეფიციტის დროს.

პროტოფერი წვეთები 30 მლ

რკინა ადამიანის ორგანიზმში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია,რომელიც მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან იმუნობიოლოგიურ პროცესში, როგორიცაა დნმ -ის რეპლიკაცია,ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები, სისხლის წარმოქმნა, სუნთქვა. ამიტომ განვითარების დროს მისი დეფიციტი მოქმედებს ერითროპოეზზე, ნეირონების განვითარებაზე ,გულის, ჩონჩხის კუნთების და კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

დღენაკლულ ახალშობილებში მაღალია მოთხოვნა საკვები ნივთიერებების მიმართ . მათში ყველაზე გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემია, რაც განპირობებულია ბიოშეღწევადი რკინის მოთხოვნაზე სწრაფი ზრდით.

ზრდასრულ ასაკში, ყველაზე ხშირია რკინის დეფიციტი ,რაც არასრულფასოვანი კვებითაა განპირობეებული .ეს ეხება დაახლოებით მოსახლეობის 30%-ს.

ხანდაზმულ და დასუსტებულ ადამიანებში რკინის დეფიციტს განაპირობებს რკინის არასაკმარისი მიღება ან ცუდი შეწოვა.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს იზრდება რკინაზე მოთხოვა, რაც აუცილებელია პლაცენტის ზრდის , დედისა და ბავშვის ჟანგბადით უზრუნველყოფისათვის. რკინა აუცილებელია ერითროციტების წარმოებისთვის და ჟანგბადის დონის შენარჩუნებისათვის. ორსულობის დროს რკინის დეფიციტი იწვევს ანემიას, რომელსაც გესტაციური რკინადეფიციტური ანემია ეწოდება.

რეკომენდებული დღიური დოზა და როგორ გამოვიყენოთ:

დღენაკლულ ბავშვებში რეკომენდებულია დოზის გაზრდა ახალშობილთა წონასთან მიმართებაში:

2 მგ/კგ/დღეში რკინა ჩვილებისთვის, რომელთა წონაა 1500-დან 2500 გ-მდე;

3 მგ/კგ/დღეში წონით

1000 და 1500 გ;

4 მგ/კგ/დღეში 1000 გ-ზე ნაკლები წონის ახალშობილებისთვის;

ბავშვებში, მოზრდილებში და ორსულებში:

1 მგ / კგ / დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა 30 წვეთი.

პროტოფერის წვეთები შეიძლება მივიღოთ როგორც ცალკე ან განზავდეს მცირე რაოდენობის წყალში.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

გაფრთხილებები

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. ვარგისიანობის ვადა ეხება პროდუქტს რომელიც არის სწორად შეფუთული და შენახული.

შეინახეთ სამ წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დანამატები არ არის განკუთვნილი, როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ მიიღოთ ეს პროდუქტი ალერგიის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

პროდუქტს შეიძლება ფერი შეეცვალოს ბუნებრივი კომპონენტების გამო,ისე რომ არ იცვლება მათი ხარისხი .

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.