ანგინ-ჰეელი SD #50ტ
1 ცალი

ჩვენება: ანგინა,ქრონიკული ტონზილიტის გამწვავება.

ანგინ-ჰეელი SD / Angin-Heel SD

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: #50 ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს Hydrargyrum bicyanatum D8 – 30 მგ, Phytolacca americana D4 – 30 მგ, Apis mellifica D4 – 30 მგ, Arnica Montana D4 – 30 მგ, Hepar sulphuris D6 – 60 მგ, Solanum dulcamara D4 – 60 მგ, Atropa belladonna D4 – 60 მგ, ასევე მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.

ჩვენება: ანგინა, ტონზილოგენური ინტოქსიკაცია, ქრონიკული ტონზილიტის გამწვავება, ტონზილარული საცობები; მეორადი (ტონზილოგენური) კარდიომიოპათია, გადატანილი ანგინის შემდგომი გართულებები; ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება: ტაბლეტები მიიღება სუბლინგვალურად. ბავშვები 12 წლ-ის ზემოთ და მოზრდილები – 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში; ბავშვები 6-დან 11 წ-მდე – 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში; ბავშვები 1-დან 5 წ-მდე – 1/2 ტაბ. 3-ჯერ დღეში, მწვავე მდგომარეობისას: ბავშვებში 12 წლ-ის ზემოთ და მოზრდილებში 1 ტაბ. – ყოველ ნახევარ ან 1 საათში – 12 მიღებამდე. შემდეგ უნდა მოხდეს სტანდარტულ დოზირებაზე გადასვლა. ბავშვებში 6-დან 11 წლამდე – 1 ტაბ. – ყოველ 1 ან 2 საათში – 8 მიღებამდე. შემდეგ უნდა მოხდეს სტანდარტულ დოზირებაზე გადასვლა. ბავშვებში 1-დან 5 წ-მდე – 1/2 ტაბ. ყოველ 1 ან 2 საათში – 12 მიღებამდე. შემდეგ უნდა მოხდეს სტანდარტულ დოზირებაზე გადასვლა.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, მაგ.: არნიკას (რთულყვავილოვანთა) ოჯახის მცენარეების მიმართ. არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი ეფექტი:

შესაძლოა ალერგიული რეაქციები და გაძლიერებული ნერწყვდენა Hydrargyrum bicyanatum (ვერცხლისწყალი) მოქმედების გამო. ასეთ შემთხვევებში აუცილებლად უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და მოხდეს ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითება: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.

რაც უფრო ადრეულ ეტაპზე დაიწყება მკურნალობა მწვავე მდგომარეობისას, მთ სწრაფად დგება გამოჯანმრთელების ეფექტი და მით მოკლეა მკურნალობის კურსი. კლინიკური სურათის სრული ნორმალიზაციის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღება გაგრძელდეს კიდევ 3-5 დღე ორგანიზმის სრული დეზინტოქსიკაციის მიზნით.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:

არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.