მედიკო

ვაგიფრეში 150მლ ბოთლი#2

150მლ

ვაგიფრეში შემადგენლობა ქლორჰექსიდინი, გვირილა, ჩაის ხის ზეთი, ბეტა გლიცირიზინის მჟავა, ნატრიუმის ჰიალურონატი, რძემჟავა, დეიონიზირებული წყალი.

ვაგიფრეში შემადგენლობა ქლორჰექსიდინი, გვირილა, ჩაის ხის ზეთი, ბეტა გლიცირიზინის მჟავა, ნატრიუმის ჰიალურონატი, რძემჟავა, დეიონიზირებული წყალი. ქლორჰექსიდინი-ანტისეპტიკური საშუალებაა, გაააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება; ჩაის ხის ზეთი- გააჩნია ძლიერი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული და ანტიმიკოზური მოქმედება. აქვს პაპილომებისა და მეჭეჭების საწინააღმდეგო ეფექტი; გვირილა - ეფექტურად ხსნის ქავილსა და გაღიზიანებას, აქვს სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი; ბეტა გლიცირიზინის მჟავამ გამოავლინა ძლიერი ანტივირუსული მოქმედება, ნატრიუმის ჰიალურონატი: ახდენს ვაგინალური ლორწოვანის დატენიანებას და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს; რძემჟავა- აღადგენს ვაგინალურ PH-ს. ვაგიფრეშს გააჩნია: • ანტიბაქტერიული,ანტიმიკოზური და ანტივირუსული მოქმედება; • ამცირებს წვის, ქავილის და გაღიზიანების შეგრძნებას; • არბილებს,ატენიანებს და აღადგენს საშოს მშრალ და განლეულ ლორწოვანს; • აღადგენს, ასუფთავებს და ეფექტურად აცილებს დაგროვებულ ვაგინალურ სეკრეტს,; • აწესრიგებს და აღადგენს ვაგინალურ მიკროფლორას და PH-ს. ჩვენებები: ჭარბი ვაგინალური გამონადენით მიმდინარე ნებისმიერი გენეზის ვაგინალური ინფექციები ( ვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი, ვაგინალური კანდიდოზი. ტრიქომონა, გონორეა); პარტნიორთან კონტაქტის შემდგომ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; მშობიარობის შემდგომ დაზიანებული ლორწოვანის რეგენერაცია და ანტისეპტიკა. დოზირება და გამოყენების წესი: საშოს სანაცია საღამოს ,სასურველია ძილის წინ 4-6 დღის განმავლობაში. გამოყენების წინ აუცილებლად დაიბანეთ ხელები,მოხსენით ბოთლს დამცავი ხუფი, ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში მოითავსეთ კანულა ღრმად საშოში და დაცალეთ ბოთლი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი, გამდინარე წლით. შეფუთვა: N 2– 150 მლ ბოთლი ამოსაწევი ვაგინალური კანულით. მოერიდეთ თვალთან კონტაქტს. მწარმოებელი : NATURAL PHARMA KOZETIK ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში : MODERN PHARMA
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.