მედიკო

ფუროსემიდი 10მგ/მლ2მლ#10ა(ბულ)

10მგ

საერთაშორისო დასახელება - Furosemidum ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძლიერ მოქმედი დიურეტიკები ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება.

საერთაშორისო დასახელება - Furosemidum ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ძლიერ მოქმედი დიურეტიკები ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება. ჩვენებები: შეშუპების სინდრომი: გულის უკმარისობის II - III სტადია, ღვიძლის ცეროზი, თირკმლის დაავადებები; მარცხენა პარკუჭოვანი მწვავე უკმარისობა (ფილტვების შეშუპება); ჰიპერტონული კრიზი; ფორსირებული დიურეზის ჩატარება თირკმლებიდან უცველელი ფორმით გამოყოფადი ქიმიური ნაერთებით მოწამლის შემთხვევაში. მიღების წესი და დოზირება: ინტრავენური და ინტრამუსკულარული ინექციები. პრეპარატის პარენტერალური მიღება მიზანშეწონილა ურგენტულ სიტუაციებში ან მკვეთრად გამოხატული შეშუპების სინდრომის ფონზე. შეშუპების სინდრომი: საწყისი დოზა 2-4 მლ პრეპარატი (20-40მგ) ინტრავენურად, შეჰყავთ ნელა, 1-2 წთ განმავლობაში. დიურეტული ეფექტის არ მიღწევის შემთხვევაში დამატებით 2მლ (20მგ) პრეპარატი დამატებით ყოველი 2 სთ შემდეგ ადეკვატული დიურეზის მიღწევამდე. საშუალო დღეღამური დოზა 0,5-1,5 მგ/კგ წონაზე, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 150მგ. მაქსიმალური საწყისი ერთჯერადი დოზა 80მგ. ფილტვების შეშუპება: 4მლ (40მგ) ინტრავენურად, 1 სთ განმავლობაში დამაკმაყოფილებელი დიურეზული ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაში დამატებით 8მლ (80მგ) პრეპარატი. არტერიული ჰიპერტენზია: ჰიპერტენზია 2-4მლ (20-40მგ) 1-2-ჯერ დღეღამეში. არტერიული წნევის საკმარისი შემცირების მიუღწევლობის შემთხვევაში აუცილებელია სხვა დიურეტიკებით ჩანაცვლება. ბავშვებისათვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 0,2მლ (2მგ) ყოველ კგ წონაზე, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 0,6მლ(6მგ) კგ წონაზე. გვერდითი მოვლენები: წყალ-ელექტროლიტური მიმოცვლის დარღვევა: სიმშრალე პირის ღრუში, წყურვილი, კუნთების სისუსტე, ადინამია, ორთოსტატური ჰიპოტენზია, ოლიგურია, არითმიები, ტახიკარდია, კუნთების ტკივილები, კრუნჩხვები, გულის რევა, ღებინება,ნბსპ; დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, გლუკოზოურია, ჰიპერურიკემია და ჰიპოკალციემია. უკუჩვენებები: პრეპარატისადმი ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობიელობა; ანურია; წინამდებარე ჯირკვლის ადენომა; შარდგამომყვანი გზების ობსტრუქცია კონკრემენტით; წინაკომოტოზური მდგომარეობა; ღვიძლის კომა; წყალ-ელექტროლიტული ბალანსის დარღვევა: ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია და დიგიტალისური ინტოქსიკაცია. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.