მედიკო

ბრიმოლი 0,2% 10მლ თვ/წვ

10მლ

ჩვენება:თვალშიდა წნევა გლაუკომისა და ოკულარული ჰიპერტენზიისას

რა არის ბრიმოლი 0.2% და რისთვის გამოიყენება

ბრიმოლი 0.2% გამოიყენება თვალშიდა წნევის შესამცირებლად გლაუკომისა და ოკულარული ჰიპერტენზიის ( თვლაშიდა წნევის მომატების) შემთხვევაში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა თვალშიდა წნევის შემამცირებელ თვალის წვეთებთან ერთად.

რა უნდა იცოდეთ ბრიმოლი 0.2%-ის  გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ბრიმოლი 0.2%

-  თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ბრიმონიდინის ტარტრატის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6)

- თუ იყენებთ დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებს  (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები). ანტიდეპრესანტების გამოყენების შესახებ, აცნობეთ ექიმს.

- პრეპარატი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, მოზარდებსა და მეძუძურ დედებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბრიმოლი 0.2%-ის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

-   თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ დეპრესია, შეზღუდული მენტალური შესაძლებლობები, ტვინის სისხლით მომარაგების შემცირება, გულის პრობლემები, კიდურებისთვის სისხლის მიწოდების ან არტერიული წნევის დარღვევები

- თუ გქონიათ ან გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები

-   თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში

-  თუ მართავთ სატრანსპორტო საშუალებებს ან მუშაობთ მექანიზმებთან, რადგან ბრიმოლი 0.2%-მა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ხედვის დაბინდვა ან სხვა მხედველობითი დარღვევები ზოგიერთ პაციენტში.

სხვა პრეპარატები და ბრიმოლი 0.2%

ბრიმოლი 0.2%-ის სხვა პერორალურ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა ერთმანეთზე გავლენა იქონიოს.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ახლახანს მიიღეთ სხვა თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატი.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით, ან გეგმავთ გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

თუ ექიმს დასჭირდება თქვენთვის ახალი პრეპარატის გამოწერა, აცნობეთ რომ მოიხმართ ბრიმოლი 0.2%-ს.

პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს ალკოჰოლისა და  იმ სედაციური მედიკამენტების მოქმედება, რომლებსაც ძილის მომგვრელი, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი ფუნქცია აქვს. ბრიმოლი 0.2%-მა შესაძლოა გააძლიეროს არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების ზემოქმედება. სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების პარალელური გამოყენების შემთხვევაში, მათი შესაბამისობის დასადგენად მიმართეთ თქვენს ოფთალმოლოგს.

ზოგადად, რეკომენდირებულია 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა ბრიმოლი 0.2%-სა და სხვა პრპარატებს შორის  ბგამოყენებისას.

ბრიმოლი 0.2% საკვებსა და სასმელთან

ვინაიდან საქმე ეხება თვალის წვეთებს, ხსნარს, მის გამოყენებას არანაირი კავშირი არ აქვს საკვებთან და სასმელთან.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა

ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ადამიანებში ბრიმოლი 0.2%-ის მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ორსულობისას  ბრიმოლი 0.2%-ის გამოყენება მხოლოდ იმ შეთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ მშობლის პოტენციური სარგებელი აღემატება ბავშვისთვის მიყენებულ პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია

ბრიმოლი 0.2%-ის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში აკრძალულია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, რაც შეამცირებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.   რეკომენდირებულია ასეთი საქმიანობის შესრულება პრეპარატის გამოყენებიდან 20 წუთის შემდეგ. ბრიმოლი 0.2%-მა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და ძილიანობა, რაც გააუარესებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

ბრიმოლი 0.2% შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

პრეპარატის 1მლ ხსნარი შეიცავს 0.05მოლ ბენზალკონიუმის ქლორიდს.

რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა შესაძლოა შეიწოვოს ბენზალკონიუმის ქლორიდი, რაც ლინზის ფერის შეცვლას გამოიწვევს. პრეპარატის გამოყენებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და გაიკეთეთ ის წვეთების მოხმარებიდან 15 წუთის შემდეგ.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ თვალის სიმშრალე ან რქოვანას (წინა თვალის უფერო ფენა) დაავადებები.  თუ გაგიჩნდათ თვალზე უჩვეულო შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება ან ტკივილი თვალის არეში პრეპარატის გამოყენების შემდეგ, მიმართეთ ექიმს.

როგორ გამოიყენოთ ბრიმოლი 0.2%

გამოიყენეთ ეს პრეპარატი ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდირებული დოზაა:

მოზრდილები

ზუსტი დოზა და მკურნალობის ხნანგრძლივობა ყოველთვის განისაზღვრება ექიმის მიერ. რეკომენდირებულია 1 წვეთის გამოყენება, დღეში 2-ჯერ 12 საათიანი შუალედით. თუ თქვენმა ექიმმა სხვა რამ არ გირჩიათ. ბრიმოლი 0.2%-ის სხვა თვალის წვეთებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მოიხმარეთ ისინი 5-15 წუთის ინტერვალით.

მედიკამენტის გამოყენებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები. გამოყენების წესები:

მოხსენით დამცავი თავსახური. თავი ოდნავ უკან გადახარეთ და ჭერს ახედეთ, დაიჭირეთ ბოთლი თავდაყირა, და მოუჭირეთ პლასტმასის ბოთლს, რათა დანიშნული რაოდენობის წვეთები მოხვდეს თქვენს  კონიუნქტიურ პარკში. პრეპარატის ჩასხმის დროს არ შეეხოთ თვალს, ან წამწამებს. დაუყოვნებლივ დაახურეთ ბოთლს მყარად თავსახური შესაძლო დაბინძურების ასარიდებლად.

თუ გამოიყენეთ ბრიმოლი 0.2%-ის ჭარბი დოზა

მოზრდილები

ზედმეტი წვეთების გამოყენებამ მოზრდილებში გამოიწვია ბრიმოლი 0.2%-ის გვერდითი მოვლენების მსგავსი სიმპტომები. ზოგიერთ მოზრდილში, რომლებმაც შემთხვევით მიიღეს (გადაყლაპეს) ბრიმოლი 0.2%, გამოვლინდა არტერიული წნევის დავარდნა, რასაც შემდეგ არტერიული წნევის ზრდა მოყვა.

ბრიმოლი 0.2%-ის ჭარბი დოზის გამოყენების ან შემთხვევით მიღების (გადაყლაპვის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ბრიმოლი 0.2%-ის გამოყენება

თვალის წვეთების გამოტოვების შემთხვევაში, შეეცადეთ ჩაისხათ ის რაც შეიძლება მალე. განაგრძეთ მისი გამოყენება ჩვეულ დროს, დანიშნული დოზით.

თუ შემდეგი ჩაწვეთების დრო მოახლოებულია, არ ჩაიწვეთოთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ ჩვეული დოზის მიღება.

თუ შეწყვეტთ ბრიმოლი 0.2%-ის გამოყენებას

ბრიმოლი 0.2%-ის გამოყენებისას სათანადო ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მისი ყოველდღიური მოხმარება.

არ შეწყვიტოთ ბრიმოლი 0.2%-ის გამოყენება ექიმის თანხმობის გარეშე.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა აღწერილია შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები     ( ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ხშირი გვერდითი მოვლენები   (ვლინდება 10-დან 10-ზე ნაკლებ პაციენტში)

არახშირი გვერდითი მოვლენები   (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

იშვიათი გვერდითი მოვლენები   (ვლინდება 1000-დან 1-ზხე ნაკლებ პაციენტში):

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

არ არის ცნობილი   (სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემებით):

თვალის დარღვევები

ძალიან ხშირი

-   თვალის გაღიზიანება (თვალის სიწითლე, წვა,  ჩხვლეტის შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი და კონიუნქტივაზე ნოდულებისა და თეთრი ლაქების შესაძლო წარმოქმნა)

-  დაბინდული ხედვა

-   ალერგიული რეაქცია თვალში

ხშირი

-  ადგილობრივი გაღიზიანება (ქუთუთოს ანთება და შეშუპება, კონიუნქტივის შეშუპება, თვალების უნებლიე დახუჭვა, ტკივილი და ცრემლდენა)

-  მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ

- თვალის ზედაპირის ეროზია და ლაქების წარმოქმნა

- თვალის სიმშრალის შეგრძნება

- კონიუნქტივის დაბინდვა

- პათოლოგიური მხედველობა

- კონიუნქტივის ანთება

იშვიათი

-  თვალის ანთება

- თვალის გუგების შევიწროვება

ძალიან იშვიათი

-  ქუთუთოს ქავილი

ზოგადი დარღვევები

ძალიან ხშირი

-  თავის ტკივილი

- პირის ღრუს სიმშრალე

-  დაღლილობა, ძილიანობა

ხშირი

-   თავბრუსხვევა

- გაციების მსგავსი სიმპტომები

- უჩვეულო გემოები

-  ზოგადი სისუსტე

არახშირი

-  დეპრესია

-  ტაქიკარდია, პულსის ცვლილება

-   ნაზალური ლორწოს სიმშრალე

-  ზოგადი ალერგიული რეაქცია

იშვიათი

- სუნთქვის დარღვევები

ძალიან იშვიათი

-  ინსომნია

-  გულყრა

-  არტერიული წნევის მატება

-  არტერიული წნევის კლება

არ არის ცნობილი

- კანის რეაქციები, მათ შორის სიწითლე, სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი და სისხლძარღვების გაგანიერება.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს იმ ნებისმიერ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ ეროვნულ სისტემას, რომელიც მოცემულია Appendix V-ში, გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში.

როგორ შეინახოთ ბრიმოლი 0.2%

ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურზე, სინათლისაგან და სიცივისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ თავდაპირველი შეფუთვით მზის სხივებისგან დასაცავად.00

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის „EXP“ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ დაუყიოვნებლივ დაახურეთ თავსახური ბოთლს.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოიყენეთ პრეპარატი გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ მედიკამენტის დაზიანების ხილულ ნიშნებს ან თუ აღმოაჩენთ, რომ ბოთლის თავსახურზე არსებული პირველი გახსნის უსაფრთხოების ზოლი დაზიანებულია. ასეთ შემთხვევაში დააბრუნეთ პრეპარატი აფთიაქში.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებელი საშუალებების განადგურების შესახებ. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბრიმოლი 0.2%

-  1მლ ხსნარი შეიცავს 2მგ ბრიმიოდინის ტარტრატის აქტიური ნივთიერებას

-   დამხმარე ნივთიერებებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), ნატრიუმის ქლორიდი, ჰიპრომელოზა, ღვინის მჟავა, ნატრიუმის ტარტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH რეგულირებისათვის), საინექციო წყალი

ბრიმოლი 0.2%-ის აღწერა და შეფუთვის შემადგელობა

1 x 10 მლ, 1 x 5 მლ, 3 x 5 მლ (პოლიეთილენის ბოთლი საწვეთურით)

არ შეიძლება შეფუთვის ყველა ზომის გაყიდვა.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.