მედიკო

დიფლუზოლ-კმპ 150მგ #1კაფს

150მგ

შემადგენლობა: ფლუკონაზოლი; ჩვენება: - საშოს სოკოვანი ინფექციები, - კანის და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციები, მათ შორის ტერფის, სხეულის, საზარდულის მიკოზები, ონიქომიკოზი; - სოკოვანი ი

შემადგენლობა: ფლუკონაზოლი; ჩვენება: - საშოს სოკოვანი ინფექციები, - კანის და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციები, მათ შორის ტერფის, სხეულის, საზარდულის მიკოზები, ონიქომიკოზი; - სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებში; - გენერალიზებული კანდიდოზი (კანდიდემია, პერიტონიუმის კანდიოზი, ენდოკარდი- ტის, თვალის, სასუნთქი სისტემისა და შარდგამომყოფი სისტემის კანდიდოზი); - ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუს და ხახის, საყლაპავის, კანდიდურია, ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის გამოყენები სას) - სოკოვანი ინფექციების განვითარების პროფილაქტიკა პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნით ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომ. ფლუკონაზოლი 150 მგ მიღების წესი: მიიღება დღის ან ღამის ნებისმიერ დროს, უმეტეს პაციენტებში სიმპტომების გაუმჯობესება აღინიშნება კაფსულის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა 3-დან 5 დღეში, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს. შესაძლო გვერდითი მოვლენები ფლუკონაზოლის კაფსულის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე ხშირი გვერ-დითი ეფექტებია თავის ტკივილი, გულისრევა, მუცლის ტკივილი და ფაღარათი. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ძირითადად მსუბუქი და გარდამავლი ხასიათისაა. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს მძიმე სახის ალერგიული რეაქციები. სიფრთხილის ზომები - ალერგია ამ მედიკამენტის ან ამავე ჯგუფის სხვა სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ. - თუ პაციენტი არის ორსულად ან ეჭვობს ამის შესახებ ან არის ლაქტაციის პერიოდში, მაშინ მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს; სასურველია საიმედო კონტრაცეფციის გამოყენება, რადგან ამ მედიკამენტის მოქმედება ნაყოფის განვითარებაზე არ არის ცნობილი. - თუ პაციენტი იღებს ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, მაგალითად როგორიცაა ტერფენადინი (სელდანე) ან ასტემიზოლი (ჰისმანალი) ან ცისაპრიდი (პრეპულსიდი), ასეთშემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. - ასევე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს დიაბეტის, ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებებს ან სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს. შენახვის წესი:ინახება 15-დან 30C-მდე ტემპერატურაზე.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.