მედიკო

პროსპანი 20მლ წვ.ფლ

20მლ

საერთაშორისო დასახელება - Extr.Hedera * წამლის ფორმა: ხველის საწინააღმდეგო სიროფი შემადგენლობა: 100 მლ ხსნარი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 0,7 გ სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქს

საერთაშორისო დასახელება - Extr.Hedera * წამლის ფორმა: ხველის საწინააღმდეგო სიროფი შემადგენლობა: 100 მლ ხსნარი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 0,7 გ სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქს. დამხმარე ნივთიერებები: 0,134 გ კალიუმის სორბიტი, 0,05 გ უწყლო ლიმონმჟავა, 0,3 გ ალუბლის არომატი, (5მლ ხსნარი შეიცავს 0,963 გ სორბიტოლს = 0,08BE). ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ავლენს ამოსახველებელ, ხველის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზურ მოქმედებას. იგი ამცირებს ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის ევაკუაციას. ჩვენება: პრეპარატი, როგორც სიმპტომური საშუალება, გამოიყენება ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვის ანთებითი დაავადებების დროს კოპლექსური თერაპიის სახით. წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. პრეპარატის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოვლენები: იშვიათად (0,22%-ში) შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქცია ან სორბიტოლი გახდეს მსუბუქი ფაღარათის მიზეზი. მიღების წესი და დოზირება: იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი არ არის სხვაგვარად დანიშნული, მაშინ 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 3-ჯერ დღეში 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში 2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, მოზრდილებში 2-3 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. ყოველი გამოყენების წინ ფლაკონს მჭიდროდ უნდა დაეხუროს თავსახური. დაავადების მსუბუქი ფორმების დროს მკურნალობის მინიმალური კურსი შეადგენს 1 კვირას. მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ რეკომენდებულია კურსის რამოდენიმე დღით გაგრძელება. არასასურველი ეფექტის არსებობისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. განსაკუთებული მითითებანი: პროსპანის სიროფი არ შეიცავს ალკოჰოლს, შაქარსა და საღებავებს. სუროს ფოთლების ექსტრაქტის თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად, გამოსაწვლელად, მისი გაშრობის პროცესში, რომელიც სრულად სცილდება ექსტრაქტს ადსორბენტის სახით, იყენებენ 30% ეთანოლს. აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.