აზოპტი 1% 5მლ თვ.წვეთები
5მლ

ჩვენება:თვალშიდა ჰიპერტენზია ღია კუთხოვანი გლაუკომა მონოთერაპიის სახით როცა უკუნაჩვენებია ბეტა-ბლოკატორები.

საერთაშორისო დასახელება: BRINZOLAMIDE

მოქმედი ნივთიერება: ბრინზოლამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფერმენტები და ანტიფერმენტები; ოფთალმოლოგიური საშუალება; გლაუკომის საწინაღმდეგო პრეპარატი–კარბოანჰიდრაზას ადგილობრივი ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ოფთალმოლოგიური სუსპენზია: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

ბრინზოლამიდი 10 მგ

ჩვენებები:

მომატებული თვალშიგა წნევის დასაწევად:

ღიაკუთხოვანი გლაუკომა;

თვალის ჰიპერტენზიისას.

მიღების წესი და დოზირება:

დაზიანებული თვალის (ან თვალების) კონიუქტივალურ პარკში აწვეთებენ პრეპარატს 2–ჯერ დღეში.

გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები:

მხედველობის ორგანოს მხრივ: 5–10%–ით მხედველობის დაბინდვა; 1–5% – ბლეფარიტი, კერატიტი, თვალის სიმშრალე, ჰიპერემია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, გამონადენი თვალიდან, დისკომფორტი, ტკივილი, თვალის ქავილი; <1% – კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, კერატოპათია, ბლეფარიტის დასაწყისის სიმპტომები (ქუთუთოების შეწებება,ან ფუფხი ქუთუთოების კიდეებზე), ცრემლდენა, დიპლოპია, ასთენოპია.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: 5–10% – მწარე, მჟავე ან უჩვეულო გემო პირში; <1% – პირის სიმშრალე, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: 1–5% – რინიტი, <1% – ქოშინი, ფარინგიტი.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: <1% – გულმკერდში ტკივილი, ჰიპერტენზია.

საშარდე სისტემის მხრივ: <1%– ტკივილი თირკმელებში.

ალერგიული რეაქციები: <1%– ჭინჭრის ციება.

სხვა: 1–5% – თვის ტკივილი, დერმატიტი; <1% – ალოპეცია, თავბრუსხვევა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კლინიკური კვლევა ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენებაზე არ ჩატარებულა. ამიტომ პრეპარატ აზოპტის გამოყენება ფეხმძიმეებში შესაძლებელია მაშინ, როცა დედისათვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე პოტენციური მოქმედების რისკს.

არა არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ბრინზოლამიდი დედის რძით. ამიტომ აზოპტით მკურნალობის დანიშვნის აუცილებლობისას სასურველია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს:

რადგანაც აზოპტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებისათვის გამოხატული თირკმლის უკმარისობით (კკ(კრეატინინის კლირენსი)< 30მლ/წთ).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 40C დან 300C –მდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვადა – 2 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.