მედიკო

ნაფტიზინი 0.1% 10მლ #1ფლ საწვ.

10მლ

ჩვენება:მწვავე რინიტი, ალერგიული რინიტი, სინუსიტი, ლორწოვანი გარსის ჰიპერემია ზედა სასუნთქი გზებზე ოპერაციების შემდეგ.

ნაფტიზინი

Naphthysine

სავაჭრო დასახელება: ნაფტიზინი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:   ნაფაზოლინი

სამკურნალო ფორმა:  ცხვირის წვეთები

შემადგენლობა 1 მლ-ზე:

აქტიური ნივთიერება: ნაფაზოლინის ნიტრატი (ნაფტიზინი) – 1 მგ;

დამხმარე ნივთიერება: ბორის მჟავა, გაწმენდილი წყალი.

აღწერილობა

გამჭვირვალე უფერო ან ორნავ შეფერილი სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კონგესტივის საწინააღმდეგო საშუალება – ალფა-ადრენომიმეტური საშუალება;

ფარმაკოლოგიური თვისებები

ალფა-ადრენოსტიმულირებადი საშუალება, ახდენს სწრაფ გამოხატულ და ხანგრძლივ ვაზოკონსტრიკტორულ მოქმედებას ლორწოვანი გარსების სისხლძაღვებთან მიმართებაში (ამცირებს შეშუპებას, ჰიპერემიას, ეკსუდაციას). აადვილებს ცხვირით სუნთქვას რინიტებისას. 5-7 დღეში ჩნდება ტოლერანტობა.

ჩვენება

მწვავე რინიტი, ალერგიული რინიტი, სინუსიტის, ევსტახიიტი, ლარინგიტი, ალერგიული გენესის ხორხის შეშუპება, ხორხის შეშუპება დასხივების ფონზე, ლორწოვანი გარსის ჰიპერემია ზედა სასუნთქი გზებზე ოპერაციების შემდეგ.

ცხვირის სისხლდენების გასაჩერებლად, რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა; არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ატეროსკლეროზი, ჰიპერტირეოზი, ქრონიკული რინიტი, თვალების მძიმე დაავადებები, შაქრის დიაბეტი, ტაქიკარდია,  МАО ინჰიბიტორების ერთდროული მიღება და 14 დღემდე პერიოდი მათი გამოყენების დამთავრების შემდეგ, ასაკი 18 წლამდე.

სიფრთხილით

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზები

ინტრანაზალურად (ყოველ ნესტოში), დიდებს –0,1 % ხსნარის 1-3 წვეთი დღეში 3-4-ჯერ.

გვერდითი მოვლენები

ღებინება, ტაქიკარდია, თავის ტკივილი, მომატებული არტერიული წნევა, რეაქტიული ჰყპერემია, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. გაღიზიანება 1 კვირაზე დიდხანს გამოყენებისას – ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება, ატროფიული რინიტი.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის დაწევა, ბრადიკარდია, არტერიული წნევის ზრდა.

მკურნალობა: სიმპტომატური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ გამოიყენოთ ერთდროულად МАО ინჰიბიტორებთან ერთად ან მათი მიღების დამთავრებიდან 10 დღის განმავლობაში.

ანელებს ადგილობრივად ანესტერირებდი სს შეწოვას (ახანგრძლივებს მათ მოქმედებას ზედაპირული ანესტეზიის ჩატარებისას).

განსაკუთრებული მითითებები

შეუძლია რეზორბტიული მოქმედების მოხდენა.

ხანგრძლივი გამოყენებისას სისხლძარღვთა შევიწროების მოქმედების გამოხატვა ნელ-ნელა მცირდება (ტაქიფილაკსიის მოვლენა), რის გამოც გამოყენებიდან 5-7 დღეში რეკომენდირებულია რამოდენი დღით შესვენების გაკეთება.

გამოშვების ფორმა

ნაზალის წვეთები 0,1%

10 მლ ფლაკონებში სახურავ-დოზატორით და პლასტიკის ხრახნიანი ხუფებით ან  ფლაკონები პოლიმერის სახურავ-საწვეთურით  და ხრახნიანი ხუფებით (პოლიმერის ფლაკონები-საწვეთურით).

1  ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 25°C-მდე.

არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.