აქსენი ფორტე 550მგ #10ტ
550მგ

ჩვენება:ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი,ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხისდამწევი ნევრალგია,იშალგია,თავ-ზურგ-ტვინის თიაქარი, კბილის ექსტაქციის დროს. მშობიარობის, ოპერაციის შემდგომი ტკივილი.

აქსენ ფორტე 550 მგ

შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 550მგ ნატრიუმის ნაპროქსენს.

ფარმაკოლოგიური თავისებურებანი: ნატრიუმის ნაპროქსენი წარმოადგენს არანარკოტიკულ ანალგეტიკს. იგი ხასიათდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხისდამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ნატრიუმის ნაპროქსენი პერორალური მიღებიდან სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის სწრაფი და სრული შეწოვიდან გამომდინარე, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი დგება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ. პლაზმაში მაქხიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 საათში. პრეპარატის სტაბილური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 დოზის მიღების შემდეგ. ნატრიუმის ნაპროქსენის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13 საათს. აქტიური ნივთიერების 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მიღებული დოზის დაახლოებით 96% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი ნაპროქსენის, 6-0-დიმეთილნაპროქსენის ან ნაპროქსენის კონიუგატის სახით. ნატრიუმის ნაპროქსენი არ იწვევს მეტაბოლიზმის მასტიმულირებელი ფერმენტების ინდუცირებას.

ჩვენებები: მდგომარეობები რომალსაც ახლავს ტკივილის სინდრომი: ნევრალგია, იშალგია, თავ-ზურგ-ტვინის თიაქარი, კბილის ექსტაქცია.
- ეპიზიოტომია, მშობიარობის შემდგომი ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი
- დისმენორეა, საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმასთან დაკავშირებული ტკივილი
- შაკიკის პრიფილაქტიკა და შაკიკის შეტევები
- რევმატოლოგიური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, რევმატიზმი
- ტრავმატოლოგია: ტრავმები, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები
- პოდაგრის შეტევები
- ანთებითი პროცესებით გამოწვეული ტკივილი, უროლოგიასა და ოტორინოლარინგოლოგიაში
- ინფექციური დაავადებების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხისდამწევი საშუალება.

იხილეთ ბლოგი: აქსენ ფორტე – ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალება

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ნაპროქსენის მიმართ, რინიტი და/ან ალერგიული გამონაყარი სხვა აასს-ებზე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მიდრეკილება წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენასაკენ, ”ასპირინული ”ასთმა.

განსაკუთრებული მითითებანი: პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნატრიუმის ნაპროქსენი ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სხვა აასს-ებთან შედარებით ნატრიუმის ნაპროქსენი გაცილებით ნაკლებად იწვევს წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
- ნატრიუმის ნაპროქსენი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია შრატში კრეატინინის დონისა და/ან კრეატინინის კლირენსის კონტროლი.
-ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ფუნქციონალური ტესტების ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია ნაპროქსენით მკურნალობის შეწყვეტა.
- გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია მუდმივი კონტროლი და დღიური დოზის კორექცია.

გამოყენება ბავშვებში:
არ ინიშნება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა იუვენილური ართრიტის დროს ბავშვებში 5 წლის ზევით შესაძლებელია ნატრიუმის ნაპროქსენის მიღება 10მგ/კგ დოზით, ყოველ 12 საათში.

გამოყენება ორსულებში: ექსპერიმენტულ კვლევებში ცხოველებზე ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა, მაგრამ რამდენადაც აასს-ებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სიყვითლე, ვადაგადაცილებული მშობიარობა, ამდენად ორსულებში ინიშნება მხოლოდ აბსოლიტური ჩვენებისას

გამოყენება ლაქტაციისას: არ გამოიყენება. რადგან ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმის კონცენტრაციის 1% გადადის რძეში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მივლენები ახალშობილებში.

გამოყენება მოხუცებში: ვინაიდან აასს- ების გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე ასაკოვან პაციენტებში უფრო ხშირია , ამიტომ ინიშნება დაბალი დოზებით.

გვერდითი ეფექტები: დისპეფსია, გულისრევა, მსუბუქი პერიფერიული სისხლჩაქცევები, შუილი ყურებში , თაბრუსხვევა. იშვიათ შემთხვევაში გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, ალერგიული რეაქციები და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
- ნატრიუმის ნაპროქსენი აძლიერებს გიდანტოინის, სულფანილამიდებისა და ბეტა-ბლოკერების მოქმდებას, ამდენად აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია.
- ორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია.
- პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმური კონცენტრაცია და ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.
- სიფრთხილეა საჭირო ნატრიუმის ნაპროქსენის მეტოტრექსატთან ერთად გამოყენებსის, რადგან შესაძლოა მეტოტროქსატის ტიქსიურობის მომატება მისი ტუბულარული სეკრეციის შემცირების გამო.
- შესძლოა გამოვლინდეს ნატრიუმის ნაპროქსენის უერთიერთქმდება ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას, კერძოდ იგი ამცირებს ფუროსემიდის ნატრიურეზულ ეფექტს. ნატრიუმის ნაპროქსემი აქვეითებს პროპანოლილისა და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

მიღების წესი და დოზირება:
შაკიკის პროფილაქტიკა: 1 ტაბლეტი (550მგ) ორჯერ დღეში. თუ 4-6 კვირის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება, პრეპატარის მიღება წყდება.

შაკიკის მკურნალობა: მწვავე კრიზების დროს, საწყისი დოზაა 1.5 ტაბლეტი (825 მგ.) საჭიროების შემთხვევაში, საწყისი დოზის მიღებიდან ნახევარ საათში შესაძლებელია დაემატოს 1/2-1 ტაბლეტი (275-550 მგ.).

გინეკოლოგიაში გამოიყენება როგორ ტკივილგამაყუჩებელი: საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (550 მგ.), შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) ყოველ 6-8 საათში.

პოდაგრის გამწვავება: მკურნალობას იწყებენ 1.5 ტაბლეტით (825 მგ.), ხოლო 8 საათის შემდეგ 1 ტაბლეტი (550 მგ.) შემდგომი დღეების განმავლობაში მკურნალობა გრძელდება 1/2 ტაბლეტით (275 მგ.) 8 საათიანი შუალდებით კრიზის დამთავრებამდე.

კბილისა და პოსტოპერაციული ტკივილის დროს ინიშნება ტკივლის გაყუჩების, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დაწევის მიზნით. საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი (550 მგ.), ხოლო შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) 6-8 საათიანი შუალედებით.

იუვენილური ართრიტის დროს: ბავშვებში 5 წელზე ზემოთ დღიური დოზა იქნება 10 მგ./კგ-ზე გადაანგარიშებით 2-ჯერ დღეში ყოველ 12 საათში.

რევმატოიუდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის მკურნალობა მოზრდილებში: საწყისი თერაპია: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში.
1. ძლიერი ტკივილი ღამით და/ან დილის შებოჭილობა.
2. პაციენტის გადმოყვანა სხვა ანტირევმატოიდული საშუალებებიდან აქსენ ფორტეზე.
3. ტკივილის დროს, რომლებიც მიანიშნებს ოსტეოართრიტის საწყის პერიოდზე, მკურნალობა საჭიროა დაიწყოს 1.5-2 ტაბლეტით (825-1100 მგ.) და გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
შემანარჩუნებელი თერაპიული დოზა: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში. დილისა და საღმოს დოზები განისაზღვრება პაციენტის ჩივილების მიხედვით.
შემანარჩუნებელი თერაპიისას ეფექტურია აქსენ ფორტეს ერთჯერადი მიღება. ინიშნება დილით ან საღმოს (550-1100 მგ.).
სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ.-ს, ხოლო პაციენტებში რომლებიც კარგად იტანენ პრეპარატს და ანამნზში არ აღენიშნებათ გასტროინტესტინალური დაავადებები, სადღეღამისო დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1850 მგ.-მდე, მოკლე მკურნალობის კურსით.

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, შეფუთულ მგდომარეობაში 30ºC-ზე ქვემოთ. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:
აქსენ ფორტე 550 მგ. ტაბლეტები #10 შეფუთვაში.
სხვა გამოშვების ფორმა: აქსენ ფორტე 275 მგ. ტაბლეტები #10 შეფუთვაში.

გაიცემა რეცეპტით.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.