მენოვაზინი 40მლ ფლ
40მლ
გამოიყენება საანესთეზიო საშუალებად ადგილობრივი გამოყენებისთვის.

მენოვაზინი

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ სრულად წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს სამკურნალო საშუალება ზუსტად ამ ფურცელ- ჩანართის ან მკურნალი ექიმის ან პროვიზორის (ფარმაცევტის) ან მედდის რეკომენდაციების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კიდევ ერთხელ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან პროვიზორს (ფარმაცევტს) ან მედდას.

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან პროვიზორს (ფარმაცევტს) ან მედდას. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის თავში „გვერდითი მოქმედება“.

სავაჭრო დასახელება: მენოვაზინი

გამოშვების ფორმა: ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის

აღწერილობა: უფერო გამჭვირვალე სითხე მენთოლის სუნით.

შემადგენლობა

ერთი ფლაკონი (40 მლ) შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: ლევომენთოლი - 1,0 გ, პროკაინის ჰიდროქლორიდი - 0,4 გ, ბენზოკაინი - 0,4 გ; დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი 70%.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ანტიჰისტამინური და საანესთეზიო საშუალებები. საანესთეზიო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ათქ კოდი - D04AB.

გამოყენების ჩვენებები

- ნევრალგია, მიალგია, ართრალგია (ტკივილის სინდრომის შესამსუბუქებლად);

- ქავილით მიმდინარე დერმატოზები (როგორც ქავილის საწინააღმდეგო საშუალება).

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი მოქმედი და დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

- ანამნეზში ალერგიული რეაქციები ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ, როგორიცაა პროკაინი, ბუტაკაინი ან ნებისმიერი სხვა „-კაინური“ საანესთეზიო საშუალებები;

- ეჭვის არსებობა მეტჰემოგლობინემიაზე.

სამკურნალო საშუალების დატანება არ შეიძლება კანის დიდ უბნებზე, რომლებზეც აღინიშნება ეგზმა, მზის დამწვრობა, ინფექცია ან დაზიანება.

გამოყენების წესი და დოზები

გარეგანად. დაიტანება დაავადებული უბნის კანზე და დაავადებული კანის მონაკვეთებზე, წასმა ხდება 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. 7 დღეზე მეტი დროით ტკივილის სინდრომის და/ან კანის ქავილის შენარჩუნებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა და თერაპიის გადახედვა.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ბავშვები

ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. მენოვაზინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია კანის გაღიზიანება, გამონაყარი.

ბენზოკაინთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები მოყვანილია ქვემოთ და მითითებულია ორგანოთა სისტემების კლასების შეაბამისად და სიხშირით, რომლის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგი კლასიფიკაციით: ძალიან ხშირი ( ≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: არ არის ცნობილი - მეტჰემოგლობინემია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: არ არის ცნობილი - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ალერგიული დერმატიტი.

შეტყობინება სავარაუდო გვერდით რეაქციებზე

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ რაიმე სიმპტომები, რომლებიც აღწერილია ან არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს!

სიფრთხილის ზომები

არ შეიძლება დაზიანებულ კანზე და ალერგიული გამოვლინებების მქონე კანზე დატანება. არ შეიძლება დატანება სახის კანზე. დაუშვებელია ხსნარის მოხვედრა თვალში, ვინაიდან სამკურნალო საშუალებაში შემავალმა მენთოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაღიზიანება.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული გულის სრული ბლოკადის მქონე პაციენტებში.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

არ არსებობს მონაცემები სამკურნალო საშუალების ორგანიზმზე გავლენის შესახებ ორსულობის და ლაქტაციის დროს. მენოვაზინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

სამკურნალო საშუალებას არ გააჩნია გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვასა და პოტენციურად საშიში საქმიანობების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებს მომატებულ კონცეტრირებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სამკურნალო საშუალების კომპონენტები აქვეითებენ სულფანილამიდური პრეპარატების ანტიბაქტერიულ მოქმედებას. აძლიერებენ ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედების მქონე საშუალებების ეფექტებს. სხვა ადგილობრივად გამოსაყენებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია შეიქმნას ახალი ნაერთები გაუთვალისწინებელი ეფექტით.

სულფანილამიდები

ბენზოკაინი მეტაბოლიზდება პარაამინობენზოის მჟავამდე და შეუძლია მოახდინოს სულფონამიდების ეფექტების ანტაგონიზება.

ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები

ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები აინჰიბირებენ ბენზოკაინის მეტაბოლიზმს.

დოზის გადაჭარბება

ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება. თერაპია სიმპტომურია.

შეფუთვა

40 მლ ნარინჯისფერ შუშის ფლაკონებში.

ფლაკონებს ათავსებენ ჯგუფურ შეფუთვაში, კოლოფის გარეშე. ფურცელ-ჩანართების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ფლაკონების რაოდენობას.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ასევე, იხილეთ: Menovasan - მენოვაზანი მალამო 40გრ

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.